• რეკლამა
  • კონტაქტი
13:54, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის მერობის და ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა თემქის ხევში პარკის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს

ალია ავტორი - ალია
13:21 08-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე და დედაქალაქის საკრებულოში ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე ზღვისუბანში, კერძოდ, თემქის ხევში, მოსახლეობას შეხვდნენ და საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.

კახა კალაძის თქმით, თემქის ხევის პარკი ერთ-ერთი მასშტაბური და კეთილმოწყობილი სივრცე იქნება დედაქალაქში.

„გვახსოვს ყველას, აქ რა ხდებოდა და როგორ იყო დაჭაობებული ყველაფერი. პირველ ეტაპზე, მთლიანად უნდა მოხსნილიყო დაჭაობებული ფენა. ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს პროექტი და აქ იქნება საქალაქო მნიშვნელობის პარკი, რომლითაც არა მარტო ადგილობრივები, არამედ ზოგადად, თბილისის მოსახლეობა და ტურისტები ისარგებლებენ. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო პარკი თავისი ინფრასტრუქტურით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქალაქო პარკი 20 ჰექტარზე ეწყობა და ის თბილისის ერთ-ერთი დიდი რეკრეაციული სივრცე იქნება. პროექტი 2022 წლის ბოლოსთვის დასრულდება. პროექტს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოების ღირებულება 39 280 000 ლარია.

თემქის ხევში ასევე იმყოფებოდნენ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში, ასევე, კახა კალაძის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
წინანდლის ამფითეატრის სცენაზე მალერის “აღდგომა” შესრულდა
ახალი ამბები

წინანდლის ამფითეატრის სცენაზე მალერის “აღდგომა” შესრულდა

13:44 09-11-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved