არაბთა გაერთიანებული საამიროებმა ტურისტულ ვიზაზე განაცხადების გახსნა გადაწყვიტა ყველასთვის, ვინც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული რომელიმე ვაქცინით არის აცრილი.
აღნიშნული გადაწყვეტილება ყველა ქვეყნის ნებისმიერ ვაქცინირებულ მოქალაქეზე ვრცელდება.
გადაწყვეტილება ძალაში 30 აგვისტოდან შევა. ახალი წესის თანახმად, ტურისტული ვიზებით ჩასულმა მგზავრებმა საკუტარი ვაქცინაციის სტატუსი მთავრობის ჯანდაცვის აპლიკაციაში უნდა დაარეგისტრირონ და გაიარონ სწრაფი ტესტირება აეროპორტში.
არაბთა გაერთიანებული საამიროებში ტურისტად ჩასვლა შეუძლია ყველას ვინც AstraZeneca-ს, Johnson & Johnson-ის, Moderna-ს, Pfizer-BioNTech-ის, Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინით არის აცრილი.
რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელებას, საამიროებში ახალი ინფიცირების შემთხვევები სტაბილურად იკლებს, აქ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ვაქცინაციის პროგრამა მოქმედებს.
კომენტარები