• რეკლამა
  • კონტაქტი
23:08, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდემდე უნდა გვასულელონ? სად გადის ის ზღვარი, რომლის იქითაც აღარ მოვატყუებინებთ თავს? – მიშა მშვილდაძე

ალია ავტორი - ალია
12:14 08-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

პროდიუსერი და სცენარისტი მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც მშვილდაძე წერს, – “პანდემია როცა გვჟლეტს და ერთადერთი გამოსავალი აცრაა – ანტივაქსერებად გვევლინებიან. სხვა დროს უმცირესობებს ებრძვიან – რომ სამოქალაქო საზოგადოებად ვერ ჩამოვყალიბდეთ.” 

“პანდემია როცა გვჟლეტს და ერთადერთი გამოსავალი აცრაა – ანტივაქსერებად გვევლინებიან. სხვა დროს უმცირესობებს ებრძვიან – რომ სამოქალაქო საზოგადოებად ვერ ჩამოვყალიბდეთ.

სხვა დროს რუსეთს და პუტინს აქებენ რომ დეოკუპაციაზე არ ვიფიქროთ. სხვა დროს დასავლეთს ლანძღავენ, რომ ნატოში ინტეგრაცია არ გავაგრძელოთ. სხვა დროს მოძალადეებს ამართლებენ, რომ მოსახლეობის ნახევარი შიშსა და ტერორში ცხოვრებას შეეგუოს. სხვა დროს ქალებს დასცინიან, რომ კუხნიდან გამოსვლის და ეკონომიკური დოვლათის შემქმნელ საზოგადოებაში ინტეგრაციის ამბიცია არ გაუჩნდეთ.

სხვა დროს სომხებს ან აზერებს ან თურქებს ლანძღავენ რომ მეზობლებთან ნორმალური ურთიერთობა არავისთან გვქონდეს.

სხვა დროს ლექსო ლაშქარავაზე ავრცელებენ ჭორებს რომ ეგ ფონიჭალაში დადიოდა. სხვა დროს ვაჟა გაფრინდაშვილზე წერენ რომ გმირი კი არა პროვოკატორია.

სხვა დროს გარეჯზე აღვივებენ სიძულვილს.

და ასე, წლებია უკვე – ერთი და იგივე ხალხი და ერთი და იგივე ინსტიტუტები.

როდემდე უნდა გვასულელონ? სად გადის ის ზღვარი, რომლის იქითაც აღარ მოვატყუებინებთ თავს? დავამთავროთ ეს მარაზმი – გავიდა ცხოვრება კი არა, აღარც მიდის ცხოვრება, გაჩერდა,” – წერს მიშა მშვილდაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved