ციციშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის 86 კოვიდინფიცირებული ბავშვი და 67 მშობელი მკურნალობს. ამის შესახებ კომენტარი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ გააკეთა.
მან თქვა, რომ რეანიმაციის განყოფილებაში ადგილი აღარაა.
“წევს 25 პაციენტი, მათგან 3 განსაკუთრებით მძიმეა. ერთი არის 27 დღის ახალშობილი, ერთი 19 დღის ახალშობილი. ორივე მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მათი მდგომარეობა ძალიან მძიმეა“, – აცხადებს მაია ჩხაიძე.
კომენტარები