ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა თავის ქადაგებაში პანდემიაზე საუბრისას განაცხადა:
„ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვალა მსოფლიოში და საქართველოში. იცით, რომ რასაც ვფიქრობ, უნდა ვთქვა ხოლმე. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის ბიოლოგიური იარაღი კაცობრიობის წინააღმდეგ. ეს ჩანს იქიდანაც, რომ როდესაც დაიწყო ეს, რასაც დღეს პანდემიას ვეძახით, მაშინ მსოფლიოში ომებიც მიდოდა, სხვადასხვა რაღაცები, ბევრი რამ ხდებოდა და უცებ ერთბაშად დაიკეტე მთელი მსოფლიო, იმიტომ, რომ ძლიერმა ამა ქვეყნისამ იცოდნენ, რასთან გვქონდა საქმე. ვიფიქროთ, ადამიანები და გონიერი არსებები ვართ. თავი რისთვის გვაქვს? შეიძლება ვცდები“.
კომენტარები