• რეკლამა
  • კონტაქტი
23:30, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არის გოგო, რომელმაც წლევანდელ იურმალაზე საქართველოს სახელით იმღერა

ალია ავტორი - ალია
14:24 08-28-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
212

წლევანდელ იურმალაზე საქართველოს სახელით გამოსულ ნათია რიგვავას​ ამ დრომდე აკრიტიკებენ. ყველაზე უცნაური არის ის, რომ მუსიკალური სამყაროდან მას თითქმის არავინ იცნობს.

რუსეთში მცხოვრებ გოგონას დიდი ამბიციები და გეგმები აქვს, ამის შესახებ „ახალი ტალღის“ რუსულენოვანი ბლოგიდან ირკვევა.

ნათია რიგვავამ გნესინების სახელობის სასწავლებელი დაასრულა. მან მონაწილეობა მიიღო მრავალ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში. ბავშვობაში ოცნებობდა, რომ ვალერი მელაძესთან ერთად ემღერა დუეტში. უყვარს ჩოგბურთი და ცურვა, დროის გატარება ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.

ფლობს ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებს.

ტანსაცმელში ის უპირატესობას ანიჭებს „ქალურ სილუეტებს“. თუმცა, თავისუფალ სტილზეც არ ამბობს უარს. უყვარს მოდერნისტული ლიტერატურა და ბულგაკოვის შემოქმედება. ნათიას დევიზია „შეუძლებელი არაფერია“.

ბავშვობიდან სურდა სცენაზე დგომა – სიმღერა და პოზიტიური ემოციების გაცემა. უყვარს ცეკვა, როგორც ამბობს, შვიდი წელი ქართულ ცეკვებზე დადიოდა, ასევე ხიბლავს ლათინო-ამერიკული ცეკვები.

ბავშვობაში გოგონას ხშირად ეძახდნენ “პუშკარევას”: „მე მქონდა სათვალეები, როგორიც კატია პუშკარევა სერიალიდან „ნუ დაიბადები ლამაზი“, რომელიც მაშინ ძალიან პოპულარული იყო.

ნათია დარწმუნებულია, რომ ცხოვრებაში უდიდესი ღირებულება არის ოჯახის ერთიანობა და ერთმანეთის სიყვარული:

ნათიას მშობლები

„ჩვენ დიდი ოჯახი გვაქვს: მე მყავს ექვსი ბიძა და ერთი დეიდა. ბევრი და, ძმა, ძმისშვილები. ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ სხვადასხვა ქვეყანაში. მაგრამ ჩვენ ხშირად ვიკრიბებით საქართველოში, მოვფრინავთ მთელი მსოფლიოდან დედამიწის ყველაზე საყვარელ წერტილამდე! ოთხი წლის წინ მამა გარდამეცვალა. ის ახლა ჩემი ძალაა. ყველაფერი, რასაც მე ვიღებ, ყველაფერი ჩემი რწმენის და ზემოდან მხარდაჭერის დამსახურებაა“, – ამბობს ნათია.

გოგონას გეგმებია ალბომის ჩაწერა და ძაღლების თავშესაფრის დახმარება. სურს მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეს იგორ კრუტოისთან. ოცნებობს იაპონიაში გამგზავრებაზე, ალუბლის ყვავილობის დროს. ეშინია საყვარელი ადამიანების დაკარგვის.

წარმატებული რომ გახდე, ნათია დარწმუნებულია, რომ აუცილებელია მიზნის დასახვა და ამის მისაღწევად 24/7-ზე მუშაობა. ამბობს, რომ უყვარს ახალი წელი, რადგან უყვარს საჩუქრების გაცემა, პოზიტიური ემოციებით ტკბობა.  „ჩემი პირველი გასამრჯელო რვა წლის ასაკში ბიძაჩემის ქორწილში მივიღე, ვიმღერე და საერთო ჯამში, მივიღე ოცდაათი ათასი, ყველამ მომცა ფული“, – იხსენებს გოგონა.

„მე მინდა შევქმნა მაღალი ხარისხის მუსიკა. ბებიაჩემი ხშირად მღეროდა „იავნანას“, მან შენიშნა, რომ მქონდა მუსიკალური ნიჭი. როდესაც ექვსი წლის ვიყავი, დედამ მუსიკალური სკოლაში მიმიყვანა. მე მაქვს მუსიკალური ოჯახი. დედა ერთ დროს საკმაოდ პოპულარული მომღერალი იყო საქართველოში.

„ახალი ტალღის“ კონკურსი ტარდება 2002 წლიდან: მე მაშინ ხუთი წლის ვიყავი, სახლში ვმღეროდი. მახსოვს 2008 წლის ფინალის ნათელი მომენტი, როდესაც დუეტმა „საქართველომ“ მოიგო. მთელი ოჯახს უხაროდა, როდესაც საქართველომ გაიმარჯვა. ძალიან სასიამოვნო მოგონებებია! მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა.

ბავშვობიდან მაქვს ოცნება, რომ საქართველოს დროშასთან ერთად გავიდე და ვიბრძოლო გამარჯვებისთვის, გავხდე დიდი ოჯახის ნაწილი, რომლის სახელწოდებაცაა „ახალი ტალღა“. მე წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ, რომ ვცხოვრობ ასეთი ადამიანების, ლეგენდების გვერდით…

როდესაც სიმღერებს ვირჩევ, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩემს ძარღვებში გაიაროს გულამდე, ყველას გისურვებთ, რომ არ ინერვიულოთ! მე კი ჩემს თავს ვეტყვი: ნათია, ეს წელი შენია. დარწმუნდი, რომ გამარჯვების დროშა შენს უკან დგას. მე ვიცი, რომ შეგიძლია“, – ამბობს გოგონა „ახალი ტალღის“ რუსულენოვან ბლოგში.

მოამზადა “პრაიმტაიმმა”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved