ბათუმში კორონავირუსით დედა-შვილი გარდაიცვალა. ორივე მათგანი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში [ბაუ] მკურნალობდა.
დედა-შვილი კლინიკაში 30 ივლისს შეიყვანეს, კოვიდის მწვავე ფორმით.
მათ კოვიდის მწვავე ფორმა, ფილტვის დაზიანება აღენიშნებოდათ. საჭირო გახდა ინტუბაცია, თუმცა ექიმების მცდელობის მიუხედავად მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გუშინ, 27 აგვისტოს, გარდაიცვალა დედა, 54 წლის. დღეს დილით კი შვილი, 31 წლის მამაკაცი.
კომენტარები