• რეკლამა
  • კონტაქტი
18:57, ხუთშაბათი, 14 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა შემთხვევაში არ უნდა ენდოთ სატურაციის მაჩვენებელს? – ექიმის განმარტება

ალია ავტორი - ალია
13:01 08-28-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

ექიმი თამარ ჟამურაშვილი ადაიანის სუნთქვის სიხშირის განსაზღვრაზე საუბრობს. ჟამურაშვილი აცხადებს, რომ კარგი სატურაციის შემთხვევაშიც კი ხშირად პაციენტებს კუნთების დახმარებით უწევთ სუნთქვა, რაც ექიმმა თუ არ შეამჩნია ვითარება სავალალო გახდება.

ამით თამარ ჟამურაშვილი თავის კოლეგა ირმა კვიცარიძეს პასუხობს.

„სუნთქვის სიხშირე არის უმნიშვნელოვანესი პარამეტრი pCO2-თან ანუ ნახშირორჟანგთან ერთად, რომელსაც ამბულატორიულად ვერ ვსინჯავთ.

კოვიდ-პაციენტებს სხვა პნევმონიისგან განსხვავებით ხშირად ემართებათ ჰიპერვენტილაცია ანუ სუნთქვის აჩქარება და CO2-ის ეგრეთ წოდებული “ამორეცხვა”. ეს ნიშნავს, მე შეიძლება სატურაცია 90% მქონდეს, მაგრამ თუ სუნთქვის სიხშირე ამ დროს 30-ს აჭარბებს, ვხვდებით, რომ სასუნთქი კუნთებია ჩართული სუნთქვის პროცესში, პაციენტს ძალიან დიდი “სამუშოს შესრულება” უხდება ამ სატურაციის მისაღწევად და თუ სასწრაფოდ რაიმე არ ვიღონეთ პაციენტი საინტუბაციო ანუ აპარატზე გადასაყვანი გახდება.

მესმის, ვისაც მიმღებში ტრიაჟი არ უკეთებია და კოვიდ-პაციენტები სხვადასხვა განყოფილებაში არ გაუნაწილებია, არ ეცოდინება ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი, რითიც გერმანიაში, ავსტრიაში, მსოფლიოს ნებისმიერ კლინიკაში პაციენტების განაწილება ხდება.

მესმის, ვისაც კოვიდ-პაციენტები განყოფილებაში მორიგეობებზე არ უმართავს, სადაც მონიტორები არ არის და პაციენტი წამებში შეიძლება დამძიმდეს, არ ეცოდინება სუნთქვის სიხშირის მნიშვნელობა.

მესმის, ვისაც პაციენტები 4000 კმ-ის დაშორებით არ უმართავს, ვერ ხვდება როგორ უნდა დაითვალონ ადამიანებმა სუნთქვის სიხშირე წთ-ში.

ქ-ნი ირმა, თუ ზრდასრულ ადამიანთან გვაქვს საქმე ტვინის ქერქის ატროფიის გარეშე, ახსნის შემდეგ ყველა, უკლებლივ ყველა ახერხებს სუნთქვის სიხშირის დათვლას. ეს სწორედ ის პარამეტრია, რომელსაც მე ვეყრდნობი დისტანციური მართვის დროს სატურაციასთან ერთად და არც ერთ, ჩემს მიერ ამბულატორიულად ნამართ პაციენტს, არ დასჭირვებია ჰოსიპიტალიზაცია.

ქ-ნო ირმა სუნთქვის სიხშირის დათვლის დროს არ უნდა შეიკავოთ სუნთქვა, შესაბამისად არც გაიგუდებით და არც დაიხრჩობით. კახელი, გურული, მეგრელი, სვანი თუ რაჭველი ერთნაირად ითვლის სუნთქვის სიხშირეს და ეს პარამეტრი ეთნიკური მახასიათებელი არ არის.  მხოლოდ სატურაციის გასინჯვამ, ზემოთ დეტალურად აღწერილი მიზეზის გამო, შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს და არავის ვურჩევ!“,- წერს თამარ ჟამურაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
ახალი ამბები

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად

14:14 05-14-2026
სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?
ახალი ამბები

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?

20:31 05-13-2026
5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება

18:37 05-13-2026
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა

18:02 05-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved