• რეკლამა
  • კონტაქტი
06:46, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თევზჭერის ინდუსტრიის მხარდასაჭერად დავიწყეთ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 14 ახალი თევზსაჭერი გემის შეძენა და მოძველებულის ჩანაცვლება ხდება – ნათია თურნავა

ალია ავტორი - ალია
16:52 08-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

თევზჭერის ინდუსტრია კიდევ ერთი ტრადიციულია დარგია, რომლითაც ფოთი ცნობილია და სწორედ ამ დარგის მხარდაჭერის მიზნით, ჩვენ წამოვიწყეთ მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს 14 ახალი თევზსაჭერი გემის შეძენა და დღეს არსებული მოძველებული გემების ეტაპობრივი  ჩანაცვლება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ უახლოეს პერიოდში ეს პროგრამა გაგრძელდება და გაძლიერდება. ამაყები ვართ, რომ ქართული დროშა იფრიალებს ჩვენს თევზსაჭერ ფლოტზე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი მეთევზეები ქართული სეინერებით გავლენ ზღვაში და არა – უცხო ქვეყნის სეინერებით. ამ პროგრამით უკვე შეიქმნა  სულ მცირე ახალი 250 სამუშაო ადგილი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, წელსვე ფოთში გაიხსნა საზღვაო აკადემიის ახალი ფილიალი, სადაც არა მხოლოდ მეზღვაურები, არამედ უფასოდ მოემზადებიან მეთევზეები, რომლებიც ახალ ტექნოლოგიებს დაეუფლებიან.
„ შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ მეტად განვითარდეს ეს დარგი. დღეს შევხვდით მეთევზეებს და პირადად მოვისმინეთ მათი საჭიროებები. პრემიერისგან მივიღეთ მკაფიო დავალებები, მათ შორის  ახალი ნავმისადგომის სადგომის აშენებისა და მოწყობის კუთხით, რაც მეთევზეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა სხვა საჭიროებების მოგვარების მხრივაც დავუდგებით მათ გვერდში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავას თქმით, ასევე პრემიერისგან მიღებულია დავალება, რომ ღირსეული ალტერნატიული შეთავაზება წარედგინოთ იმ ადამიანებს, ვინც მსხვილი საპორტო-ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობის ახლოდმებარე არეალში ცხოვრობს და ამით გარკვეულ პრობლემას აწყდება. მინისტრის თქმით, ყველა ასეთი ადამიანის საჭიროება მათ სასიკეთოდ გადაწყდება.

თეგები: ნათია თურნავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved