• რეკლამა
  • კონტაქტი
11:54, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაოგნებული ვარ არჩილ მინდიაშვილის ქადაგების მოსმენით – ისრაელის ელჩი

ალია ავტორი - ალია
12:02 08-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

“გაოგნებული ვარ სასულიერო პირის, არჩილ მინდიაშვილის ახლახანს გამოქვეყნებული ქადაგების მოსმენით, რომელიც შეიცავდა აღმაშფოთებელ ანტისემიტურ მესიჯებს. მათი ზოგადი კონტექსტი წარმოადგენდა მრევლის მიერ კოვიდ 19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისგან თავის შეკავებას“,- ამის შესახებ განცხადებას, ისრაელის ელჩი, რან გიდორი ავრცელებს.მისი თქმი, ეს ფაქტი დაემატა ბოლო 8 თვის განმავლობაში წარმოთქმულ 3 არანაკლებ ანტისემიტურ ქადაგებას, რომლებიც წარმოთქვეს ქუთაისი-გაენათის მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა (2020 წლის 20 დეკემბერი), ქუთაისის სამების ეკლესიის მღვდელმსახურმა ილია კარკაძემ (2021 წლის 4 იანვარი) და ეპისკოპოსმა საბა გიგიბერიამ (2021 წლის 8 თებერვალი).“საქართველოში არ არის ანტისემიტური საზოგადოება და ებრაელებს ყოველთვის მიესალმებოდნენ ამ ქვეყანაში. ჩვენი ორმხრივი სავაჭრო, კულტურული, სამეცნიერო თანამშრომლობები და ტურისტული კავშირები ამ 26 საუკუნოვანი მეგობრობის დასტურია.თუმცაღა, მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მიერ გაჟღერებული ანტიებრაული განცხადებები შეშფოთების საბაბს იძლევა და შესაბამის რეაგირებას საჭიროებს. თვით ფაქტი, რომ დიაკონ მინდიაშვილის წაქეზება მალევე მოყვა 5 ივლისის ძალადობრივ თვდასხმებს ჟურნალისტებზე, ლგბტ აქტივისტებსა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე, უფრო მეტად შემაშფოთებელია და მოითხოვს სასწრაფო რეაგირებას.ამ ფონზე, საქართველოს საპატრიარქომ საჯარო განცხადებით (24 აგვისტოს დათარიღებული) დაარწმუნა ისრაელის საელჩო, რომ ,,… სასულიერო პირების ნებისმიერი რადიკალური განცხადება და ანტისემიტური ხედვები არის სრულიად მიუღებელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის”. ჩვენ ასევე მივესალმებით მსგავს განცხადებას საქართველოს შესაბამისი სამთავრობო უწყებებიდან.გარდა ამისა, ეს უკანასკნელი წახალისება კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოს აუცილებლობას გაწევრიანდეს 30-ზე მეტი ქვეყნისა და ორგანიზაციის რიგებში (მათ შორის ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია), რომლებმაც უკვე მიიღეს IHRA (ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო ალიანსი) მიერ გამოქვეყნებული ანტისემიტიზმის არა სამართლებრივად სავალდებულო სამუშაო განმარტება.მომავალ წელს ისრაელი და საქართველო აღნიშნავს ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს. ჩვენ მოუთმენლად ველით აღვნიშნოთ საიუბილეო წელი მრავალი ახალი ერთობლივი პროექტით, შეთანხმებითა და ინიციატივით. ეს ასევე იქნება შესაფერისი შესაძლებლობა ვაღიაროთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობა ილია მეორის პირადი ღვაწლი, რომელიც სამართლიანად არის მიჩნეული ისრაელისა და ებრაელი ხალხის ჭეშმარიტ მეგობრად. ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, უწმინდესის წინამძღოლობით, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაემიჯნოს იმ ბნელ ხმებს, რომლებიც ავრცელებენ სიძულვილს, ფანატიზმსა და შეუწყნარებლობას და ნაცვლად ამისა წაახალისებს ძმობის, თანაგრძნობისა და სიყვარულის გზავნილებს!“,- განაცხადა ისრაელის ელჩმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved