საბერძნეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკებმა დღეს პროტესტის ნიშნად მუშაობა ხუთი საათით შეწყვიტეს. ისინი მთავრობის გადაწვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად ჯანდაცვის მუშაკებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო ხდება. ინფორმაციას AP ავრცელებს.
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ჯანდაცვის სამინისტროსთან დღეს საავადმყოფოების 300-მდე თანამშრომელი შეიკრიბა.
მთავრობის განკარგულება სამედიცინო სფეროს მუშაკების სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ძალაში 1 სექტემბრიდან შედის. არავაქცინირებულებს და მათ, ვისაც გამოჯანმრთელების შესახებ ცნობა არ აქვთ, სამსახურიდან გაუშვებენ.
სახელმწიფო საავადმყოფოების მუშაკთა პროფკავშირების განცხადებით, ისინი ვაქცინაციას მხარს უჭერენ, მის სავალდებულო ხასიათს კი – არა.
კომენტარები