• რეკლამა
  • კონტაქტი
03:53, კვირა, 18 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩემი დავალებით, ტურიზმის სააგენტო უკვე მუშაობს ლებარდეს ცნობილი კურორტის აღდგენის პროექტზე – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:21 08-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44



ვიმყოფებით რა ულამაზეს მხარეში, მარტვილში, არ შეიძლება არ აღინიშნოს მარტვილის კანიონი, ლებარდეს კურორტი, რომელიც აუცილებლად აღდგება; უკვე დავალებული მაქვს, ტურიზმის სააგენტო მუშაობს ლებარდეს  ცნობილი კურორტის აღდგენის პროექტზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, თორნიკე ჯანაშიას წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მეტი ტურისტი უნდა ჩავიდეს მარტვილის მუნიციპალიტეტში, რათა გაეცნოს იქ არსებულ უნიკალურ სილამაზეს.
„ჩვენი სურვილია, უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს  მარტვილში, მეტმა ნახოს ეს უნიკალური სილამაზე, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში არსებული უნიკალური დაცული ტერიტორიები, ტურისტული შესაძლებლობები უნდა იქნას მაქსიმალურად ათვისებული და ამაზე ჩვენი გუნდი მუშაობს აქტიურად“, – აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა განათლების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება განათლებული საზოგადოება, განათლებული მომავალი თაობა.


„პროფესიული სასწავლებელი იქნება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და ამ მიზნით ჩვენ ვგეგმავთ ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნას ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, პროფესიული სასწავლებელი, რომელიც მოამზადებს კვალიფიციურ სპეციალისტებს და ჩვენს მოქალაქეებს ახალგაზრდებს, მისცემს საშუალებას, დაეუფლონ ამა თუ იმ პროფესიას და სპეციალობას, რომელიც, რა თქმა უნდა, გამოყენებული იქნება შემდგომ იმ პროექტებში და საწარმოებში, რომლებზეც უკვე ვისაუბრე. სოფლის მეურნეობის განვითარება და წარმოების განვითარება  ავტომატურად  მოითხოვს  ხარისხიანი, კვალიფიციური  მუშახელის არსებობას,  აი, სწორედ ეს უნდა  დავახვედროთ  ავტომატურად ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა  რეგიონში. განათლების თაობაზე, განათლების მინისტრს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული  გეგმა, გაწერილი წლების მიხედვით, რა უნდა  გააკეთოს, როგორ გააკეთოს  და რა თქმა უნდა, ხარისხიანი განათლება არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ისე როგორც ხარისხიანი ჯანდაცვა არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა”, – აღნიშნა პრემიერმა.


რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 32 მილიარდი ლარის ინვესტირება იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში, ყველა  რეგიონის, ყველა მუნიციპალიტეტის თანაბრად განვითარებაში.


„ჩვენ ასევე  დავიწყეთ წელს ერთ-ერთი საინტერესო პროგრამა – „განახლებული რეგიონების პროექტი“, რომელიც გულისხმობს ყველა მუნიციპალიტეტში თანამედროვე ევროპული ტიპის ურბანული ცენტრების შექმნას. ჩვენ ეტაპობრივად, ნელ-ნელა უნდა გადავაქციოთ ყველა ქალაქი და ყველა მუნიციპალიტეტი რეალურად ევროპული ტიპის ქალაქებად და მუნიციპალიტეტებად. განვითარება ჩავიტანოთ ყველგან და ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგი, ჩვენი საერთო მიზანი, ამოცანა და გნებავთ ოცნება. ჩვენი გუნდი მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის სწორად მართვაზე, იმ შეცდომების გათვალისწინებით, რომელიც წარსულში შესაძლოა, გვქონოდა, გვქონდეს ამა თუ იმ წელს  და ქვეყანა წავიყვანოთ წინ, რომელიც საბოლოო ჯამში  მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციამდე  და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებამდე. აი, ეს უნდა იყოს ჩვენი დიდი ამოცანა და დიდი ოცნება. რა თქმა უნდა, მერებს აქვთ ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით და სიფრთხილით ვარჩევთ მერობის კანდიდატებს. მერი უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში მოწოდებული, მობილიზებული, რომ მოსახლეობას ადგილზე გადაუჭრას ნებისმიერი სირთულე, ნებისმიერი საკითხი. შევიდეს ყველა სოფელში, ყველა უბანში, მოისმინოს და ოპერატიულად, იქვე ადგილზე მოუგვაროს ყველა პრობლემა, რაც ჩვენს მოსახლეობას აქვს და აწუხებს. ცენტრალური მთავრობა, რა თქმა უნდა, ბოლომდე გვერდში  დავუდგებით. ჩვენ  ეტაპობრივად კიდევ უფრო გავზრდით მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს, რითაც, რა თქმა უნდა, უფრო მეტი შემოსავლები შემოვა რაიონებში, მუნიციპალიტეტებში და სოფლებში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო

18:46 10-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო

17:30 10-16-2026
ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
ახალი ამბები

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

14:54 10-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved