• რეკლამა
  • კონტაქტი
02:59, კვირა, 18 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ინფრასტრუქტურაში 32 მილიარდი ლარის ინვესტირებას ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში, რითაც რეალურად შეიცვლება მთელი ქვეყნის სურათი, ეტაპობრივად უნდა ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი და ადგილზე შევქმნათ რეალური ინდუსტრია – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:33 08-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

თითოეული რეგიონის მიხედვით შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმები, გვაქვს შესწავლილი პოტენციალი, რომელიც თითოეულ რეგიონს გააჩნია, იქნება ეს სამეგრელო, გურია, აჭარა თუ სხვა, ყველა რეგიონის, ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე უნდა ჩავიდეთ დეტალურად, რომ ბოლომდე ავითვისოთ ის პოტენციალი, რომელიც არის ჩვენს ამა თუ იმ  ულამაზეს მხარეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხოროწყუში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, დათო გოგუას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ჩხოროწყუს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ადგილი.

„ყველა მუნიციპალიტეტში, ჩემი დავალებით, ტურიზმის სააგენტო მუშაობს ახალი ტურისტული ლოკაციების შექმნაზე, რაც გაზრდის ტურისტების რაოდენობას. წაახალისებს როგორც შიდა ტურიზმს, ასევე უცხოეთიდან ტურისტების შემოსვლას. წელს ჩვენ მოვახერხეთ და, მართვის სტრატეგიით, ეკონომიკის გახსნით და ამავდროულად ვაქცინაციის პირობებში, ტურისტული სეზონი შედგა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ათასობით ადამიანი გაღარიბდა გასულ წელს და შემოსავალი დაკარგა. წელს შედგა ტურისტული სეზონი, ამას სჭირდება შენარჩუნება და გაძლიერება. ამას გარდა, ვგეგმავთ, 2,5 მილიარდი ლარის ინვესტირება მოვახდინოთ მომდევნო წლების განმავლობაში ადგილობრივი წარმოების მიმართულებით. ადგილობრივი წარმოება უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ის, რისი გამოცდილებაც გვაქვს, უნდა აღვადგინოთ ეტაპობრივად. ეს არის ჩემი ერთ-ერთი მთავარი ოცნება, ამოცანა და მიზანი, რომ ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი და ადგილზე შევქმნათ რაც შეიძლება მეტი გადამამუშავებელი საწარმო, რეალური ინდუსტრია. ამ მიზნით, მთავრობა, კერძო სექტორთან ერთად, გამოყოფს 2,5 მილიარდს გამოყოფს და 1300-მდე ახალი საწარმო დაფინანსდება, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება გადანაწილებული. არ იქნება მხოლოდ თავმოყრილი მხოლოდ ერთ კონკრეტულ რეგიონში. ჩვენი ვარაუდით, დამატებით 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარის ინვესტირებას ვგეგმავთ. მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველა ის მიწის ფართობი, რომელიც ჩვენს პატარა, მაგრამ უნიკალურ და ძალიან ლამაზ ქვეყანას გააჩნია. იქნება ეს თხილის, ჩაის პლანტაციები, მოცვის თუ სხვა კულტურების გაშენება სამეგრელოში, გურიაში და სხვაგან. ყველა რეგიონის თავისებურებების გათვალისწინებით, თავისი გადამამუშავებელი საწარმოების, სამაცივრე და შესანახი მეურნეობის განვითარებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 32 მილიარდი ლარის ინვესტირებას გეგმავს მთავრობა მომდევნო წლების განმავლობაში, რითაც რეალურად შეიცვლება მთელი ქვეყნის სურათი.

„ეს იქნება გზები, ხიდები, ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ურბანული განახლება. ჩვენ დავიწყეთ 500-მილიო0ნიანი პროექტი – „განახლებული რეგიონები“, რაც არის ურბანული განახლების პროექტი, რომელიც გულისხმობს თანამედროვე ევროპული ტიპის ცენტრების შექმნას, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება იმას, რომ ყველა ქალაქი, ყველა მუნიციპალიტეტი ვაქციოთ რეალურად ევროპული ტიპის ქალაქებად და მუნიციპალიტეტებად, ვიზუალით, განვითარების დონითა და სტანდარტებით. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი და არა ის გაუგებარი ღვარძლით და ბოღმით სავსე რიტორიკა, რომელიც ჩვენი ოპონენტებისგან მომდინარეობს“, – განაცხადა პრემიერმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო

18:46 10-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო

17:30 10-16-2026
ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
ახალი ამბები

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

14:54 10-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved