სატელეფონო ჩანაწერები, მიმოწერა სოციალურ ქსელში, გადაადგილების მარშრუტი – “პირველებმა” ის აუდიო და ვიდეო ფაილები გაშიფრა, რომლითაც გამოძიება 5 პანკისელს ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას და მის მხარდაჭერას ედავება.
ირკვევა, რომ თვეების განმავლობაში 5-ვე ახალგაზრდა ქვეყნის მასშტაბით თავისუფლად გაადადგილდებოდა და დანაშაულებრივი ორგანიზაციის მიმართ მხარდაჭერას ღიად გამოხატავდა. იგეგმებოდა კორპუსის აფეთქებაც, თუმცა სუსმა დაკავების ოპერაცია დაგვიანებით, რამდენიმე თვის შემდეგ ისე დაგეგმა, რომ ახლაც არ იცის, სად მზადდებოდა სავარაუდო დანაშული.
ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებული 5 პირი ამ წუთებში სასამართლოში მიჰყავთ. მათი აღკვეთის ღონისძიბა მოსამართლემ უნდა განსაზღვროს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
კომენტარები