ამერიკული ავიაკომპანია Delta-ს არავაქცინირებულ თანამშრომლებს ავალდებულებს, კვირაში ერთხელ კორონავირუსზე ტესტები გაიაროს და თვეში დამატებით $200 გადაიხადოს. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა, ედ ბასტიანმა განაცხადა.
მისი თქმით Delta-ს თანამშრომელთა უმეტესობა უკვე ვაქცინირებულია.
“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაქცინაციის დონით ვამაყობთ – თანამშრომელთა 75%, ახალი შტამის აგრესიულობა ნიშნავს, რომ ჩვენ რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ავცრათ და 100%-ს მივუახლოვდეთ”, – აღნიშნა მან.
კომენტარები