• რეკლამა
  • კონტაქტი
10:31, ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლიბერთის უფროსი თაობის მომხმარებლებს სოფელ ინგირში სამედიცინო შემოწმება მობილურ კლინიკაში ჩაუტარდათ

ალია ავტორი - ალია
10:50 08-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ უფროსი თაობის მოსახლეობას უფასო სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა.

ლიბერთისა და ევექსი კლინიკების ერთობლივი მობილური კლინიკის სერვისით ამჯერად სოფელ ინგირის მცხოვრებლებმა ისარგებლეს. ლიბერთის მომხმარებლების, განსაკუთრებით კი უფროსი თაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოძრავი სამედიცინო კაბინეტის ადგილზე მომსახურება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში განახლებული განრიგით გაგრძელდება სექტემბერში.

„დღეს, უფროსი თაობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, უკვე არაერთი პროექტი წარმატებით განვახორციელეთ და შედეგად ჩვენი უფროსი ასაკის მომხმარებლები სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებით და პრივილეგიებით სარგებლობენ მთელი საქართველოს მასშტაბით. ევექსი კლინიკების ოჯახის ექიმი, ლიბერთის მობილურ ბანკთან ერთად, სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობას ახლო მომავალშიც აქტიურად მოემსახურება“,- განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა. ,,პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გამოიკვეთა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობა. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად გავზარდოთ სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა. სწორედ ამიტომ, ევექსი კლინიკები ლიბერთი ბანკის მომხმარებლებს სთავაზობს უფასო სამედიცინო შემოწმებას მობილური მანქანით. ეს არის ევექსი კლინიკების და ლიბერთი ბანკის ერთობლივი პროექტი. მობილური მანქანა, სამედიცინო პერსონალთან ერთად სოფლებში მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციას შესთავაზებს. ევექსი კლინიკები ასევე ჩართულია ლიბერთი ბანკის სოციალურ პროექტში. ამ თანამშრომლობის ფარგლებში მომხმარებლები 800-მდე სამედიცინო სერვისსა და სტომატოლოგიურ მომსახურებაზე მნიშვნელოვანი ფასდაკლებებით სარგებლობენ.“ – განაცხადა ევექსი კლინიკების“ დირექტორმა გიორგი გორდაძემ.

მობილური კლინიკის გარდა, ლიბერთის მომხმარებლებისთვის, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში, ევექსი კლინიკების სამედიცინო მომსახურებაზე და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში – მედიკამენტებზე, განსაკუთრებული შეთავაზებები მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბით. კერძოდ, ლიბერთის საპენსიო და სხვა სოციალური ბარათით გადახდისას, მომხმარებლებს, ევექსი კლინიკებში 50%-მდე ფასდაკლებით შეუძლიათ ჩაიტარონ ლაბორატორიული კვლევები, ექოსკოპია, რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია, მიიღონ სტომატოლოგიური მომსახურება და უფასოდ გაიარონ კონსულტაცია. ფარმადეპოს 180-ზე მეტ აფთიაქში კი, უფროსი თაობის მომხმარებლები, 20%-მდე ფასდაკლებით სარგებლობენ 2200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე, მათ შორის ქსელში არსებული სხვადასხვა ყოველდღიური აქციების დროსაც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved