• რეკლამა
  • კონტაქტი
11:02, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი უხუცესებს – მესტია-ლენტეხის გზის მშენებლობა 2023 წელს, უშგულის გზა – 2022 წელს დასრულდება; იწყება ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობა, რეაბილიტირდება თეთნულდი, ლაღამი გახდება ახალი ტურისტული ცენტრი

ალია ავტორი - ალია
17:43 08-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

მესტია-ლენტეხის გზის მშენებლობა, რომელიც ჯამში 100 მილიონი ლარი ჯდება, 2023 წელს, უშგულის გზის მშენებლობა კი 2022 წელს დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, უხუცესებთან და ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად, შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, პარლამენტის დეპუტატები – სოზარ სუბარი, გოჩა ენუქიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია დაესწრნენ.

მთავრობის მეთაურმა  უხუცესებთან შეხვედრაზე მესტიის მუნიციპალიტეტის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და ადგილობრივებს მათ უმოკლეს პერიოდში მოგვარებას დაჰპირდა.

ადგილობრივებმა პრემიერ-მინისტრთან თეთნულდის კურორტის რეაბილიტაციის საჭიროებაზე ისაუბრეს. მთავრობის მეთაურის თქმით, კურორტ თეთნულდის რეაბილიტაცია წელს დაიწყება და ასევე მოეწყობა წყლის და კანალიზაციის სისტემებიც, რასაც ჯამში 5 მილიონი დასჭირდება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დაწყებულია ჰაწვალის საბაგიროს დემონტაჟი და იგეგმება მისი სრულად გამოცვლა.

პრემიერის განცხადებით, ლაღამის უბანი ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გახდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 33 მილიონი ლარია და სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება.

გარდა ამისა, მესტიაში ახალი ცენტრალური პარკი მოეწყობა, რომლის ღირებულება 5-6 მილიონი ლარი იქნება. ასევე, აშენდება თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რაც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

ირაკლი ღარიბაშვილმა უხუცესებთან ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლმა “რიჰომ” პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად წმინდა გიორგის საგალობელი შეასრულა.

შეხვედრა მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის ფოლკლორის ცენტრში გაიმართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის ძალისხმევით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. რეაბილიტირდა ცენტრის შენობა, ასევე კეთილმოეწყო საზაფხულო ამფითეატრი  და შენობის მიმდებარე ტერიტორია. ახალი შენობა ადგილობრივ ანსამბლებს საშუალებას მისცემს, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ საკონცერტო დარბაზში კონცერტები და სხვადასხვა ღონისძიებები გამართონ. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved