• რეკლამა
  • კონტაქტი
02:05, კვირა, 2 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “საქართველო დიდი ექსპერიმენტის ქვეშაა, რატომ კლავთ ხალხს? ქვეყანა ჩასაკეტია, არჩევნები გადასადებია… ეს განზრახ მკვლელობაა, ხალხო” – გიორგი ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
17:35 08-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორი გიორგი ფხაკაძე:

“ქვეყანა არის ჩასაკეტი, თქვე ოჯახაშენებულებო, მინიმუმ 3 კვირით. რას ეთამაშებით? ხალხი იღუპება. საავადმყოფოებში, როგორც მე მახსოვს, 8 000 პაციენტი რომ იყო საავადმყოფოში პიკზე პიკიაო… 8 040 ადამიანია ახლა და თავს თავს ატყუებენ?

დედა ეტირება ყველა ადამიანს, ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება. საკუთარ თავს ჩააყენებენ ცუდ სიტუაციაში.

ფაქტია, ქვეყანა არის დასაკეტი, შემოგზავნილები ხომ არ არიან, ვინ არიან ესენი? დაკეტე ეს ქვეყანა 3 კვირით და მერე აკონტყროლე. არაფერს არ აკეთებენ, მაინც მოუწევთ ჩაკეტვა და ამასობაში ათასობით ადამიანი უნდა მოკვდება. რატომ კლავთ ამ ხალხს? ეს ხომ განზრახ მკვლელობაა, ხალხო? ვინ არის პასუხისმგებელი? არავინ.

რესტორანები დაიკეტება 23 საათის ნაცვლად, 22 საათზეო, ვაი, თქვენ პატრონს.

ქვეყნის ჩაკეტვა ძალიან ცუდია, მაგრამ უნდა მართო ისე, რომ არ მიიყვანო ჩაკეტვამდე. გასწავლეთ, აგიხსენით, არ ესმით. ვერ გავიგე… არის ჯიუტი ხალხი, გაუნათლებელი ხალხი, არის ბოროტი ხალხი და ამათი ვერაფერი ვერ გავიგე. მეორე ტალღის დროს, მესამე ტალღის დროს, ყველანი ვლაპარაკობთ ერთი და იგივეს. ამათი მე ვერაფერი გავიგე.

უმკაცრესი ზომებია მისაღები. დამბლოკეთ თუ გინდათ. არც თქვენი ლაიქები მინდა, მაგრამ უნდა ვთქვა ის, რაც არის რელობა.

ეს სასწავლო წელი მთლიანად უნდა გადავიდეს დისტანციურზე, რადგან კიდევ იქნება სხვა ტალღებიც. არ დაგავიწყდეთ, იანვარში იქნება მეხუთე ტალღა! ამ ვირუსს 5 თვიანი ციკლი აქვს, რატომ აკეთებს ამას არავინ იცის.

პირველ ივლისს, როცა წამოვიდა ტალღა, უკვე იყო მისაღები ზომები.

ამდენი მავნებლობა? ყველაფერში უკუღმა როგორ შეიძლება იყო ადამიანი.

ვაქცინაციაზე საერთოდ არა მაქვს საუბარი, ყველაფერში ჩავარდნილები არიან.

ეს არჩევნები არის გადასადები, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ. არჩევნების წინააღმდეგი კი არა ვარ, დრო არის ძალიან ცუდი.

გეტყვით რა მოხდება. მთავრობამ თუ არაფერი გააკეთა და დატოვა იგივე, რესტორანი გინდა 23 საათზე დაგიკეტია, გინდა 22 საათზე. მოსახლეობის 90 პროცენტი უნდა იყოს ან ვაქცინირებული, ან ინფიცირებული ვირუსი გააგრძელებს გზას. ერთადერთი გზაა, გადაუწყვიტო გავრცელების გზა, ტოტალური ლოქდაუნი. სრული ლოქდაუნი, მინიმუმ სამი კვირა, რომ ვირუსი ფიზიკურად ვერ გამრავლდეს, ჩაქრეს ეს ცეცხლი და მერე ნელა-ნელა გახსნა. სიკვდილობა მაინც იქნება 2 კვირის დაგვიანებით, სამწუხაროდ, მაგრამ ეს არის გამოსავალი.

ჩვენ ახლა ვართ დიდი ექსპერიმენტის ქვეშ. საქართველო არის უნიკალური ქვეყანა, ჩვენ ვქმნით ახალ კოვიდვითარებას – როგორ უნდა მართო კოვიდი საქართველოში. პირველი ხარ მსოფლიოში სიკვდილიანობის მიხედვით და ქვეყანას არ ვკეტავთ. ზუსტად იგივე შეცდომას ვუშვებთ, რაც პირველი ტალღის დროს ბრაზიალიამ დაუშვა. მაინცდამაინც ამაში უნდა დავემსგავსოთ ბრაზილიას? ბრაზილიას ერთ ქალაქში მოსახლეობის 70 პროცენტს ჰქონდა ვირუსი… გავიდა 5-6 თვე, ხალხი რიგში იდგა ჟანგბადის… ამ ჯოგური იმენიტეტის მერე დაიწყო მაღალი სიკვდილობა… შვედეთი, ასევე გადაწყვიტა ჯოგური იმუნიტეტი. ათჯერ მეტი გარდაიცვალა შვედეთში ვიდრე ნორვეგიაში და დანიაში. ჯოგური იმუნიტეტი არა ვაქცინით არის საშიში. რატომ ატარებ კიდევ ექსპერტიმენტს?თტქვენ ახლა იღებთ მონაწილეობას ახალ ექსპერიმენტში, ქართულ ექსპერიმენტში. რომც არაფერი გააკეთონ, ეს ყველაფერი ჩაცხრება სექტემბრის შუა რიცხვებში. სექტემბრის პირველი და მეორე კვირა იქნება მძიმე, ამასობაში გავრცელება ავა მაღალ პროცენტზე, ვირუსი ფიზიკურად ვერ ნახავს გავრცელების საშუალებას და ჩაცხრება… ამასობაში დაიღუპებიან ადამიანები”

თეგები: გიორგი ფხაკაძეეკატერინე ტიკარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved