• რეკლამა
  • კონტაქტი
11:55, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

6 თვის წინ, როდესაც პრემიერ-მინისტრად დავინიშნე, ქვეყანა აბსოლუტურად ჩაკეტილი იყო, ეკონომიკა არ მუშაობდა, ვაქცინები არ იყო, ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა და დღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს – ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:48 08-25-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

6 თვის წინ, როდესაც მე პრემიერ-მინისტრად დავინიშნე, ქვეყანა აბსოლუტურად დაკეტილი, ჩაკეტილი იყო, ეკონომიკა არ მუშაობდა, ვაქცინები არ იყო, კოვიდპანდემიის დროს, მკაცრი ლოქდაუნის პერიოდში, მოსახლეობამ მიიღო ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმები, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ჩავარდა ღრმა დეპრესიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როცა მეცნიერებმა გამოიგონეს ვაქცინა და გაჩნდა გამოსავალი და წამალი, რომელიც ამ მომაკვდინებელი ვირუსისგან გვიცავს, ქვეყნებმა დაიწყეს სხვაგვარი მართვა, დაიწყეს ეკონომიკის გახსნა და მკაცრი შეზღუდვები შეარბილეს.

„ჩვენც, ანალოგიურად, მას შემდეგ, რაც დავიწყეთ ვაქცინების ეტაპობრივად შემოტანა, ასევე ეტაპობრივად დავიწყეთ ეკონომიკის გახსნა, რადგან ძალიან გაუჭირდა ისედაც გაჭირვებულ ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით ბოლო, 2020 წელს. ათასობით და ათი ათასობით ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. ის 200-ლარიანი დახმარება, რა თქმა უნდა, საკმარისი არ იყო. ამიტომაც, ჩვენ დავიწყეთ გახსნა და აპრილში გვქონდა უპრეცედენტო, 45%-იანი ეკონომიკური ზრდა და თავდაჯერებულობა მიეცა ბიზნესს სწორედ იმ პოლიტიკური სიმყარიდან და სტაბილურობიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ შევქმენით. ბიზნესს აქვს სტაბილურობის და პროგნოზირებადობის განცდა. მაისში გვქონდა 25%-იანი ზრდა, ივნისში – 18%, ბოლო 6 თვეში გვაქვს 12%-იანი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს ნიშნავს დამატებით შემოსავალს ბიუჯეტში, ჩვენ 1,2 მილიარდი ლარით გავზარდეთ ჩვენი ბიუჯეტი, აქედან 600 მილიონით ვაფინანსებთ ჯანდაცვას, რომელიც მანამდე ბიუჯეტში გათვალისწინებული არ იყო და მოგვიწევდა ახალი, დამატებითი სესხის აღება წელს. ამ დროს ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს საგარეო ვალის შემცირება. გასულ წელს მთავრობამ 3 მილიარდი აშშ დოლარი საგარეო ვალი აიღო, რითაც გადავაჭარბეთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაწესებულ ლიმიტებსა და რეკომენდაციებს. ჩვენი სტრატეგიაა, ეტაპობრივად, წელსვე დავიწყოთ საგარეო ვალის შემცირება და თავი შევიკავოთ იმ საგარეო ვალის აღებისგან, რომლის აღების აუცილებლობაც წელს არ გვაქვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და ჩვენი მოსახლეობის ობიექტური უკმაყოფილების გათვალისწინებით, რომ მათ უბრალოდ აღარ შეეძლოთ ასე გაგრძელება, ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა და ნახეთ, როგორი გამოძახილი ჰპოვა აღნიშნულმა ნაბიჯებმა – ჩვენ დღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. დაიწყო ტურიზმის სწრაფად აღდგენა, მოქმედმა მერმა მითხრა, რომ წელს ძალიან ბევრი ტურისტი შემოვიდა სვანეთში. აჭარაში, კახეთში, ყველგან გადავსებულია სასტუმროები ტურისტებით. ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება. ის, რომ ჩვენს მოსახელობას გაუჩნდა დამატებითი შემოსავალი და ეს დეპრესიული ფონი მოიხსნა, ამას სჭირდება შენარჩუნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved