• რეკლამა
  • კონტაქტი
09:17, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილს ჰქონდა კონკრეტული დავალება მიცემული, რომ შეექმნათ საინფორმაციო ფონი და რადიკალურ ოპოზიციას ბოიკოტი გამოეცხადებინა არჩევნების მიმართ – მამუკა მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
12:32 08-25-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დავალება ჰქონდა მიცემული, რომ შეექმნათ საინფორმაციო ფონი, საბაბი და ენმ-სა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს გამოეცხადებინათ ბოიკოტი 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის.

როგორც დღეს მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ამის შესახებ მმართველ გუნდს ინფორმაცია 3 კვირის წინ ჰქონდა, რის შესახებაც მათ საზოგადოებას განუცხადეს კიდეც.

“ჩვენ ვიცით და ამის შესახებ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 3 კვირის წინ მქონდა ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა კონკრეტული დავალება მიცემული, რომ შეექმნათ საინფორმაციო ფონი და საბაბი იმისათვის, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ზოგადად რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ბოიკოტი გამოეცხადებინათ იმ არჩევნების მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც ისინი რეფერენდუმსაც კი იყენებენ სიტყვას.

შესაბამისად, ჩვენ ამის შესახებ საზოგადოებას ვუთხარით და ეს ჩვენი ინფორმაცია დადასტურდა, ისინი ეძებენ საბაბს იმისათვის, რომ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს მათ მაინც მოუწევთ.

მეორე: ასევე სააკაშვილის დავალებაა და თქვენ იცით, რომ შემთხვევით მას გაეპარა ეს შეცდომა რამდენიმე დღის წინ და დავალება, რომელიც უნდა ყოფილიყო შიდა ჩატში ჩაშლილი, გამოაქვეყნა საჯაროდ და მისი დავალებაა, რომ ყველა ის პრობლემა და ყველა გარდაცვლილი ადამიანი, რომელიც ემსხვერპლება კოვიდინფექციას, უნდა მიეწეროს “ქართულ ოცნებას”.

ახლა ხდება ამ ორი დავალების კორელაცია ერთმანეთთან და ცდილობენ, რომ ეს საბაბი გამოიყენონ ერთის მხრივ ბოიკოტისთვის და მეორე მხრივ, პირდაპირ ვთქვათ, პიარული ჟარგონით, “ქართული ოცნების” გაშავებისთვის, რეალურად ხდება აბსოლუტურად განსხვავებული რამ.

სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს შემდეგს: რომ დაიცვას ბალანსი, ერთი მხრივ, რომ არ შეფერხდეს პოლიტიკური პროცესები, მეორეს მხრივ – არ გაჩერდეს ეკონომიკა იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ამან შეიძლება დიდი ზიანი მოუტანოს ქვეყანას და იმ ადამიანებს, რომლებიც ისედაც გაჭირვებაში ცხოვრობენ, შეიძლება ისინი შიმშილის პირას მივიდნენ ასეთი გადაწყვეტილებით, ჩვენ რომ სრული ლოკდაუნი გამოვაცხადოთ, და მესამე – სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და რა თქმა უნდა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ კოვიდისგან მიყენებული ზიანი იყოს რაც შეიძლება ნაკლები,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved