• რეკლამა
  • კონტაქტი
23:12, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არჩევნების ვადის დაუთქმელად გადადება ნიშნავს, ივანიშვილს ჩვენით მანიპულირების ახალი ძლიერი ბერკეტი მივცეთ ხელში!“ – ზურაბ ჭიაბერაშვილი

ალია ავტორი - ალია
11:59 08-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

„გადაიდოს თუ არა არჩევნები?“ – ასეთ კითხვას სვამს სოციალურ ქსელში პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი,  ზურაბ ჭიაბერაშვილი და საკმაოდ ვრცელი პოსტით თავადვე პასუხობს.

„1. ქვეყნის 2/3 პირბადის გარეშე დადიოდეს, მთავრობა კონცერტებს ატარებდეს, ქორწილები იმართებოდეს და მსჯელობას ეგრევე ამით ვიწყებდეთ “არჩევნები გადაიდოს!” – არასწორია. NOTE: არჩევნები შეიძლება გადაიდოს, მაგრამ ამაზე ქვემოთ.

2. სინამდვილეში მსჯელობა უნდა იწყებოდეს ეპიდემიოლოგების მიერ მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარებისა და ამ სცენარებზე რეაგირების განხილვით. ყველამ ვიცით, რომ დიდი დაპირისპირებაა საკოორდინაციო საბჭოზე (დღესაა სხდომა): ეპიდემიოლოგები ვერ არწმუნებენ ღარიბაშვილს, რომ ის უკონტროლობა და ქაოსი, რაც ქვეყანაშია, კიდევ რამდენიმე ათას გარდაცვლილს გვიქადის. აუცილებელია, საჯარო გახდეს ინფორმაცია, რა მექანიზმებს სთავაზობენეპიდემიოლოგები ამ ეტაპზე ღარიბაშვილს და არის თუ არა ამ შეთავაზებაში „ლოქდაუნი“.

3. სინამდვილეში, ყველა გავურბივართ ამ სიტყვას – „ლოქდაუნს“. „ლოქდაუნი“ არავის გვინდა, მაგრამ ეპიდემიოლოგებზე კი არ უნდა გავბრაზდეთ, თუ ისინი ამას მოითხოვენ, არამედ მთავრობაზე, რომელმაც ისევ აქამდე მიგვიყვანა.

4. პროფესიონალები, რომელთაც მე ვესაუბრები, მეუბნებიან შემდეგს: – ვაქცინაცია (თუნდაც დღიური 40,000 აცრა) პლუს ასეთი მაღალი ინფიცირება შედეგს მოგვცემს (როცა პიკი გადავიარეთ და კლება იწყება), საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს – მანამდე ამ სასაკლაოს გააჩერებს მხოლოდ მობილობის მკვეთრი შეზღუდვა (ახლა უფრო მაღალი მობილობა გვქვს, ვიდრე შარშან ზაფხულში!!!)

5. თუ ეპიდემიოლოგების მიერ საჯაროდ საუბრის შემდეგ ვთანხმდებით, რომ „ლოქდაუნის“ გარეშე ამ სასაკლაოს ვერ ვაჩერებთ (ვიმეორებ: აქამდე მთავრობამ მიგვიყვანა!), მხოლოდ მერე შეიძლება თქვან პოლიტიკოსებმა, „ლოქდაუნის“ . „პირობებში საარჩევნო კამპანიას აქვს თუ არა აზრი და ღირს თუ არა არჩვნების გადადება დათქმულ (!) ვადამდე. არჩევნების ვადის დაუთქმელად გადადება ნიშნავს, ივანიშვილს ჩვენით მანიპულირების ახალი ძლიერი ბერკეტი მივცეთ ხელში! თუ არჩევნები გადაიდება, მხოლოდ ოპოზიციასთან შეთანხმებული გეგმითა და კალენდრით, რომელიც მოიცავს შემდეგ შედეგებზე მიმართულ ღონისძიებებს: – ვაქცინაციის დაჩქარება – მობილობის შეზღუდვა – ჰოსპიტალური სექტორის გაძლიერება.

6. მაშ, რატომ „მივახტებით“ ხოლმე ეგრევე არჩევნების გადადებას? იმიტომ, რომ – სიტყვა „ლოქდაუნი“ არაპოპულარულია და გვერდს ვუვლით – პოლიტიკოსები „დაბალი ღობეა“ – დააწუწებ ფბ-სტატუსში და ჩასქროლავ ნიუსფიდს, სიკვდილის ჩარხი კი ბრუნავს 7. და ბოლოს. კარგად დაგაკომპლექსათ ბიძინა ივანიშვილმა ზოგიერთები: სადაც მთავრობას გააკრიტიკებ, იქ ოპოზიციასაც უნდა გაჰკრა კბილი. აბა, „ნაცი“ რომ გიწოდონ?! ვის ეკეკლუცებით „ობიექტურობას“? ივანიშვილს, ღარიბაშვილს და კალაძეს, რომლებმაც სასაკლაო მოგვიწყო? სანამ მთავრობის პასუხისმგებლობას თქვენ თვითონვე ოპოზიციის პასუხისმგებლობაში ხლართავთ, მანამდე ივანიშვილი, ღარიბაშვილი და კალაძე ცინიკურად აგრძელებენ თავის საქმეს. „ – წერს ჭიაბერაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved