• რეკლამა
  • კონტაქტი
13:11, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამგორის რაიონში, ვარკეთილის მასივის ტერიტორიაზე დაიწყო ე.წ. ავარიული „ხრუშოვკების“ ჩანაცვლების პროცესი

ალია ავტორი - ალია
11:41 08-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  რევაზ სოხაძე,  ვარკეთილის მასივში მოსახლეობას შეხვდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან იმ ძირითად პრიორიტეტებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, მათ მიერ წამოჭრილი  პრობლემური საკითხების  გადაჭრას ემსახურება. ვარკეთილის მასივში გასულ წლებში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. დაიგო შიდა გზები, აშენდა და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 18 სპორტულ მოედანს. წარმატებით განხორციელდა 3 ახალი სკვერის მშენებლობა. ასევე  მოწესრიგდა და მოეწყო წყალარინების ქსელი, ხოლო  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამგეობის მიერ 46 პროექტი დაფინანსდა.ვარკეთილის მასივში მწვავე პრობლემად რჩება ავარიული კორპუსებისა და ე.წ. „ხრუშოვკების“ ახლით ჩანაცვლების საკითხი და სასიხარულოა, რომ ეს პროცესი პირველად ვარკეთილიდან იწყება.ვარკეთილის მე-3 მასივის ტერიტორიაზე , მწვავედ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების მიზნით მერიამ შეიმუშავა სპეციალური გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ამ მწვავე კორპუსების ეტაპობრივ ჩანაცვლებას. მასივი დაიყო რამოდენიმე არეალად, სადაც უნდა დამოშავდეს განაშენიანების რეგულირების გეგმები და კერძო ინვესტიციების მეშვეობით მოხდეს ჩანაცვლება. ინვესტორების დაინტერესების მიზნით, დადგინდა ყველა შესაბამისი სამშენებლო პრეფერენცია. ამის გარდა, პროცესის დაჩაქარების მიზნით მუშავდება ალტერნატიული გეგმა რომელიც საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი. შეხვედრას საქართველოს პარლამენტში სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved