• რეკლამა
  • კონტაქტი
21:20, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის პანიკის შექმნის ყველაზე ეფექტური გზა” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
11:19 08-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
105

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“ნუ იქნები დივერსანტის სასარგებლო იდიოტი.

ხვალ, როცა ამერიკაში გათენდება, დიდი ალბათობით პფაიზერის ვაქცინა მიიღებს სრულ ოფიციალურ ლეგიტიმაციას FDA-ს მიერ და საბოლოოდ გაქარწყლდება სულელური, თითიდან გამოწოვილი მთავარი მითი „ნაჩქარევი“ ვაქცინის შესახებ. კოლოსალური რაოდენობით დაგროვილი ემპირიული მასალა საკმარისზე მეტიცაა ამ უაღრესად ეფექტური წამალის იურიდიული აღიარებისათვის.

და მაინც, რატომ განიცადა უძლიერესი ამპლიფიკაცია აქამდე სოროებში შეყუჟულმა ანტივაქსერულმა მოძრაობებმა? რა მოხდა განსხვავებული პანდემიის განმავლობაში?

ერთადერთი რამ, საინფორმაციო დივერსიაზე აწყობილმა ჰიბრიდულმა ომმა აპოთეოზს მიაღწია და სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდა მსოფლიოს პროგრესულ გონს.

როდესაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის ჩარევაზე საუბრობდნენ, პროფესიონალები შეთანხმდნენ მარტივ ჭეშმარიტებაზე; რუსეთს არ ჰქონდა ფიზიკური შესაძლებლობა, არჩევნების უშუალო შედეგებზე მანიპულაცია მოეხდინა. ფსბ-ს დივერსიულმა ძალებმა უბრალოდ ილუზია შექმნეს ჩარევის, დანარჩენი კი თავად საზოგადოების აღგზნებულმა სექტორმა დაასრულა. დივერსანტების ამოცანა საფუძვლიანი ეჭვის შექმნა იყო, მეტი არაფერი.

ზუსტად ანალოგიური პრინციპებით ამუშავდა რუსული და ჩინური დაზვერვა პანდემიის დასაწყისში. ფორსირებულად ამოქმედებულ ამერიკულ-ევროპულ ინტელექტუალურ კორპორაციას სასწრაფოდ დაუპირისპირდა ფსევდომეცნიერული ინფორმაციით გაძეძგილი ტროლ-საიტები. განსაკუთრებული სიმძლავრით დაუპირისპირდნენ ვაქცინებს, რადგან ყველამ იცის, რომ ვაქცინები და ვაქცინაცია წარმოადგენს პანდემიის შეჩერებისა და სიკვდილიანობის მკვეთრად დაქვეითების ერთადერთ საშუალებას.

ცხადია, ეს დივერსიული პროპაგანდა მთელი სიმძლავრით ამუშავდა რუსეთის სამეზობლოში, სადაც ფსბ-ს წარმატებით აქვს ინფილტრირებული ყოფილ საბჭოთა სატელიტთა დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურები.

დივერსიის შედეგები განსაკუთრებით საგრძნობი გახდა საქართველოში, სადაც დასავლური ზეგავლენა ისედაც სერიოზული დარტყმის ქვეშ იმყოფება და სადაც ადგილობრივი სპეცსამსახურები რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ არიან მოქცეულები. საქმეში ეფექტურად ჩაება რუსული აგენტურის ყველაზე მძლავრი და გავლენიანი ქსელი, (იცით რომელიც). დაიწყო მოსახლეობის მასობრივი ფსიქოლოგიური დამუშავება.

დივერსანტებმა ისევ სწორად გათვალეს. მათ საწყისი ტალღა ააგორეს და ამ ტალღის ამპლიფიკაციაში მერე მოხალისეები ჩაებნენ სასარგებლო (და უსარგებლო) იდიოტების ბატალიონებით. დაიწყო დაუსრულებელი კამათი ვაქცინის შესაძლო მავნე ეფექტებზე, სტატისტიკური მონაცემებით გაუთავებელი ჟონგლიორობა, ფსევდომეცნიერული წიაღსვლები მიკრობიოლოგიასა და ვიროლოგია-გენეტიკაში და რაც ყველაზე კომიკურია, ადამიანის უფლებების სფეროში ფსევდო-იურიდიულ-ფილოსოფიური თეორიები.

დივერსიული დარტყმა ორი მიმართულებით გაიშალა:

1. „კოვიდი არ არსებობს!“ „კოვიდი არც ისე საშიშია“, „კოვიდით დაღუპულთა რიცხვს აზვიადებენ“.

2. „ვაქცინა მიხლაფორთებულია“; „ვაქცინა კლავს“; „ვაქცინაში ჩიპები“; „ვაქცინა გენეტიკას ცვლის“; „ვაქცინა მაინც არ იცავს“.

დივერსანტებმა და სასარგებლო იდიოტების რაზმებმა ამოცანას ბრწყინვალედ გაართვეს თავი. სრულიად აბსურდული და უაზრო გახადეს ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები, რომლებიც საბოლოოდ უთავბოლო გადაწყვეტილებებით დასრულდა და პარალელურად სრულიად ჩაშალეს ვაქცინაციის პროცესი, რადგან საზოგადოების მხოლოდ უმცირესი სპექტრი მოითხოვდა სახელმწიფოსაგან ვაქცინაციის პროცესის ფორსირებულად წარმართვას.

ცხადია, დივერსანტებს უფასო ბონუსად ერგო აბსოლუტურად დეგრადირებული პოლიტიკური სისტემა და სამთავრობო მარიონეტები.

შედეგად უკვე მივიღეთ ადამიანთა დიდი მსხვერპლი, და დაღუპულთა სტატისტიკა ჯერჯერობით ისევ აღმავალ მრუდზეა. დივერსიული გზავნილი ახლა ბრალეულობის გადატანას ჯანდაცვის სრულიად გაუმართავ, უსუსურ სისტემაზე ცდილობს, რომელიც მისმა მესვეურებმა და ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერებმა პრაქტიკულად შიშველი დატოვა მომაკვდინებელი პანდემიის წინააღმდეგ.

ცხადია, ეს არის პანიკის შექმნის ყველაზე ეფექტური გზა. დაარტყეს ექიმებს.

მშვენიერია. ექიმების კვალიფიკაციაზე და კლინიკების მდგომარეობაზე არსებული მთავრობა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ეს პრობლემა წარსულიდან მოდის.

ცხადია, ამ მესიჯის გავრცელებაშიც აქტიურად ჩაებნენ სასარგებლო იდიოტები…

ეს არის მოკლედ მსოფლიო მასშტაბის დივერსიის მოკლე ანატომია, რომელმაც თავისი სპეციფიკური ინტერპრეტაციები საქართველოშიც განავრცო.

დაფიქრდით. გაიაზრეთ. თუ ამას შეძლებთ, მარტივად მიხვდებით, რომ ამ დივერსიის ყველა განშტოება ერთნაირად საშიშია, რადგან ლოგიკურ ჯაჭვად არის აწყობილი უმართავი ქაოსის შესაქმნელად” – წერს გურული. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved