• რეკლამა
  • კონტაქტი
13:48, შაბათი, 27 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ მგონია, ვინმეს ეს გაეთვალა…” – რატომ დაეცა ბაიდენის რეიტინგი 7 პროცენტით და რა ტურნეს იწყებს კამალა ჰარისი

ალია ავტორი - ალია
18:26 08-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ABC-ის ეთერში ისაუბრა. ჯორჯ სტეფანაპოლუსთან ინტერვიუს დროს ამბობს, რომ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა იყო “მარტივი არჩევანი” და მისი უფრო ეფექტურად შესრულება არ შეიძლებოდა.

პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ვერავინ გათვლიდა თალიბანის ასეთ სწრაფ წინსვლას.

“ის აზრი, რომ თალიბანი ასე სწრაფად დაიკავებდა პოზიციებს… 300,000 ჯარისკაცი, რომელიც ჩვენ გავწვრთენით და აღვჭურვეთ, უბრალოდ, დაიშლებოდა და დანებდებოდა. არ მგონია, რომ ვინმეს ეს გაეთვალა”,- თქვა პრეზიდენტმა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, თალიბანის მიერ პოზიციების სწრაფმა გამყარებამ, ამერიკის მხრადაჭერილი ავღანეთის მთავრობის ჩამოშლამ და ჯარის გაუნებლყოფამ, ბევრი კითხვა გააჩინა ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის გათვლებთან დაკავშირებით. ეს მაშინ, როცა პოლიტიკის ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ სწორედ ეს სფერო უნდა ყოფილიყო ბაიდენი ძლიერი მხარე, ვინაიდან მან წლები იმუშავა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში და საგარეო პოლიტიკაში სხვა ლიდერებზე მეტადაა ჩახედული.

“ეს იყო ხელმძღვანელობის ჩავარდნა. ეს იყო ჩავარდნა წესიერად დაფიქრებასა და დაგეგმვაში”,- თქვა მაიკლ ოჰანლიმ, ბრუკინგსის ინსტიტუტის ექპერტმა.

ჯარების გამოყვანიდან რამდენიმე დღეში, ბაიდენი რეიტინგის 7%-ით დაეცა. “როიტერისა” და “იპსოსის” ერთობლივი კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის საქმიანობას ამერიკელების 46% აფასებს დადებითად. იმავე კვლევის მიხედვით, გასულ პარასკევს, ავღანეთში განვითარებულ მოვლენებამდე, ეს მაჩვენებელი 53% იყო.

ამერიკის კონგრესის რამდენიმე კომიტეტი, რომელთაც დემოკრატები უდგანან სათავეში, პირობას დებს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას შეკითხვებს დაუსვამს იმაზე, თუ რა მოხდა ავღანეთში და როგორ შეძლო თალიბანმა ქვეყნის ისე სწრაფად დაკავება, რომ ათასობით ამერიკელი და მათი დამხმარე ავღანელები უდიდესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.

ავღანეთში მიმდინარე მოვლენები აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ტურნეს სამხრეთ აზიის ქვეყნებში, კიდევ უფრო აქტუალურს ხდის. მოგზაურობას ჰარისი დღეს იწყებს და ის მოიცავს ორ შეჩერებას, სინგაპურში და ვიეტნამში.

ორშაბათს, ჰარისი სატელეფონო საუბარს გამართავს სინგაპურის პრეზიდენტთან და ორმხირვ შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ლი სიენ ლუნგთან. დაგეგმილია სიტყვით გამოსვლაც.

სამშაბათს, ვიცე-პრეზიდენტი ბიზნეს-ლიდერების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას და რეგიონში აშშ-ის ჩართულობის შესახებ სიტყვით გამოვა.

სწორედ ამის შემდეგ, ჰარისი ვიეტნამში გაემგზავრება. აშშ-ის ყოფილი ელჩი ვიეტნამში, დევდ შეარი ამბობს, რომ ვიცე-პრეზიდენტმა ვიზიტის ფარგლებში გაკეთებული გზავნილებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

„ჩვენი ურთიერთობები ამ ქვეყნებთან თავისთავად მნიშვნელოვანია და მათ არ სურთ, აშშ-ჩინეთის საჭადრაკო თამაშში პაიკებად იყვნენ აღქმულნი. მათ საკუთარი დღის წესრიგი აქვთ და სურთ მათი ინტერესები განიხილებოდეს“ – ამბობს დიპლომატი.

ეს იქნება შესაძლებლობა, ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო ვიზიტისას, კიდევ ერთხელ დაადასტუროს ამერიკული ღირებულებები პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, – ადამიანის უფლებები. თალიბანის მიერ ავღანეთზე კონტროლის დამყარების შემდეგ, როცა ქალების მომავლის შესახებ შეშფოთებები არსებობს, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია – აცხადებს ექსპერტთა ნაწილი.

ვიზიტის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კოვიდ-პანდემიასთან გამკლავება იქნება. აშშ-მა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციას უკვე მოაწოდა ვაქცინების 23 მილიონი დოზა. ასევე, ათობით მილიონი დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა და სხვა რესურსები, ვირუსთან საბრძოლველად.

წყარო – ამერიკის ხმა

თეგები: ჯო ბაიდენი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved