• რეკლამა
  • კონტაქტი
14:41, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რემდესივირი“ მსოფლიოში აღიარებული მედიკამენტია და მისი გამოყენების საბოტაჟი მავნებლობაა – თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
10:09 08-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

რემდესივირი მსოფლიოში აღიარებული მედიკამენტია და მისი გამოყენების საბოტაჟი მავნებლობაა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე „ფეისბუქზე“ წერს.

მისი თქმით, სადღეისოდ „რემდესივირი“ შეტანილია ამერიკისა და ევროპის უკლებლივ ყველა გაიდლაინში და წარმატებით გამოიყენება პრაქტიკულად ყველა სერიოზულ კლინიკაში, როგორც სტანდარტული (საბაზისო) თერაპიის საშუალება.

„რემდესივირი“ სადღეისოდ COVID-19-ის სამკურნალო ერთადერთი ანტივირუსული მედიკამენტია, რომელსაც აქვს მსოფლიოში ორი უმაღლესი ინსტანციის – აშშ FDA-ის და ევროპის მედიცინის ასოციაციის (EMA) ოფიციალური რეკომენდაცია (Approval), მაშინ, როდესაც სხვა მედიკამენტებს და ვაქცინებს აქვთ მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების რეკომენდაციები (ე.წ. Emergency use authorisation). სადღეისოდ „რემდესივირი“ შეტანილია ამერიკისა და ევროპის უკლებლივ ყველა გაიდლაინში და წარმატებით გამოიყენება პრაქტიკულად ყველა სერიოზულ კლინიკაში, როგორც სტანდარტული (საბაზისო) თერაპიის საშუალება.

მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული და სანდო სამედიცინო ონლაინ პლატფორმა „up to date” ბოლო განახლებაში წერს სიტყვა-სიტყვით „ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ „რემდესივირს“ ყველა ჰოსპიტალიზებული COVID-19-ით მძიმე ავადმყოფის სამკურნალოდ, ვინაიდან ის ამოკლებს გამოჯანმრთელების დროს. ამასთან ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ მის გამოყენებას იმ პაციენტებში, რომელთაც სჭირდებათ დამატებით ჟანგბადის მიწოდება დაბალი ნაკადით, რამდენადაც მას შეუძლია შეამციროს სიკვდილობა ამ პაციენტებში“. https://www.uptodate.com/…/covid-19-management-in… .

„რემდესივირი“ 2020 წლის დეკემბრიდან წარმატებით გამოიყენება საქართველოშიც, გამოცდილება ჯერ დიდი არ არის (ნამკურნალებია 1500-მდე პაციენტი), მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ სწორი გამოყენების შემთხვევაში იგი მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების დამძიმების რისკებსა და აუმჯობესებს გამოსავლებს. დღეში 30-40-50 გარდაცვალება, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა საქართველოსათვის, მაგრამ ეს გამოწვეულია COVID ინფიცირებულთა კატასტროფულად მაღალი რიცხვით და ვაქცინაციით დაბალი მოცვით და რომ არა „რემდესივირის“ და „ტოცილიზუმაბის“ ფართოდ გამოყენება, გარდაცვლილთა რიცხვი გაცილებით მეტი იქნებოდა, როგორც ამას მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტები პროგნოზირებდნენ.

სამწუხაროდ, ანგაჟირებული ტელევიზიები და ზოგიერთი ექიმი: ბ-ნი გიორგი კამკამიძე, ქ-ნი მაია ბუწაშვილი, ბ-ნი სერგო ჩიხლაძე, ბ-ნი ვახტანგ კალოიანი, ადრე ბ-ნი გიორგი კანდელაკი და უცხოეთში მომუშავე ზოგიერთი ქართველი ექიმი ცდილობენ დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ „რემდესივირი“ უვარგისი და უსარგებლო მედიკამენტია და მას მსოფლიოში საქართველოს გარდა არსად არ იყენებენ??!! და ითხოვენ, რომ იგი ამოღებულ იქნას ხმარებიდან და ნაციონალური პროტოკოლიდან.
ერთი საყურადღებო ფაქტი:
ა.წ. 14 აგვისტოს ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ ვებინარი, სადაც მთავარი მომხსენებელი იყო ქ. ატლანტის ემორის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქ-ნი ქეთევან კობაიძე, რომელმაც არაერთგზის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რემდესივირი“ სტეროიდებთან ერთად არის COVID-ის სამკურნალო ძირითადი მედიკამენტი და მას ძალიან ფართოდ იყენებენ ამერიკის კლინიკებში. უფრო მეტიც, მან რამოდენიმეჯერ აღნიშნა, რომ „რემდესივირს“ აძლევენ არა მხოლოდ ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებს (როგორც ეს ზოგიერთ გაიდლაინში წერია), არამედ პრაქტიკულად ყველა ჰოსპიტალიზებულ პაციენტს. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ „რემდესივირი“ მკვეთრად ამცირებს COVID გადატანილებში შემდგომი გართულებებისა და რე-ჰოსპიტალიზაციის რისკებს.

ამ ვებინარს პრაქტიკულად ყველა ზემოთაღნიშნული ექიმი უსმენდა და არც ერთს ქ-ნ ქეთევანის ნათქვამი არ გაუპროტესტებია, კითხვებიც კი არ დაუსვამთ. მაშ, რატომ ეწევიან ისინი საქართველოში „რემდესივირის“ დისკრედიტაციას და ანტიპროპაგანდას? პასუხი ორიდან ერთია – ან ამ „ექიმმა ექსპერტებმა“ მართლა არაფერი იციან COVID-ისა და „რემდესივირის“ შესახებ (რაც ნაკლებ სავარაუდოა), ან შეგნებულად და გამიზნულად მიმართავენ „რემდესივირის“ გამოყენების საბოტაჟს (ადრე ზუსტად იგივე ხდებოდა „ტოცილიზუმაბზეც“), რადგან მათ „სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდათ“.

ეს ძალიან ცუდია, რადგან სამწუხაროდ, ზემოთაღნიშნული ტელევიზიებისა და ექსპერტების გავლენის ქვეშ მყოფი კლინიკები და ექიმები დღემდე არ იყენებენ „რემდესივირს“, რითაც საბოლოოდ COVID პაციენტები ზარალდებიან.

დღეს საქართველოში COVID პანდემიის მხრივ ექსტრემალური სიტუაციაა. ექიმები თავგანწირვით იბრძვიან ათეულობით და ასეულობით COVID ავადმყოფების გადარჩენისთვის და ამ დროს ნებისმიერი ხელის შეშლა, დაპირისპირება და საბოტაჟი დაუშვებელია“, – წერს თენგიზ ცერცვაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
სიახლე PSP-ში – ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
ახალი ამბები

სიახლე PSP-ში – ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან

13:46 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved