• რეკლამა
  • კონტაქტი
16:31, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

„ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობს მოქალაქეებს დესტაბილიზაციას, ქაოსის შემოტანას, რევოლუციას და ომებს, ჩვენ, „ქართული ოცნება“ ვთავაზობთ განვითარებას, განვითარებას, განვითარებას, მშვიდობას და სტაბილურობას – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:11 08-19-2021
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

„ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობს მოქალაქეებს დესტაბილიზაციას,  ქაოსის შემოტანას, რევოლუციას და ომებს, ჩვენ, „ქართული ოცნება“ ვთავაზობთ განვითარებას, განვითარებას, განვითარებას, მშვიდობას და სტაბილურობას, – ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ოზურგეთის მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის  წარდგენის ღონისძიებაზე განაცადა.

როგოც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო კიდევ უფრო მეტად გაძლიერებულიყო.

„რამდენიმე წუთით, მე მინდა, პოლიტიკური სიტუაცია შევაფასოთ, ვიცი რა, ვის წინაშეც გამოვდივარ – გურულები არ მაპატიებთ არასწორი შეფასების გაკეთებას. მე და ჩვენი გუნდი ვსაუბრობთ რეალურ გეგმებზე, გაკეთებულ საქმეებზე და იმ კონკრეტულ გეგმებზე, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. მოვუსმინოთ კიდევ ერთხელ, რას გვთავაზობენ ჩვენი ოპონენტები – „ნაციონალური მოძრობა“, რომლის ხელწერაც კარგად მოგეხსენებათ, რაც იყო – ტერორი, წამება და ჩაგვრა ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ხალხის. მოჩვენებითი, ფასადური, ფრაგმენტული პროექტების ჩათვლით. ისინი სთავაზობენ მოქალაქეებს დესტაბილიზაციას,  ქაოსის შემოტანას, რევოლუციას და ომებს. ჩვენ, „ქართული ოცნება“ ვთავაზობთ განვითარებას, განვითარებას, განვითარებას და მშვიდობას და სტაბილურობას.

ამას გარდა ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო კიდევ უფრო მეტად გაგვეძლიერებინა. ჩვენ, ბოლო წლებში, ძალიან მოკლე ვადებში შევძელით ხელშესახები, ისეთი ხელშესახები პროექტების და პროგრესის მიღწევას, როგორიც არის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, უვიზო რეჟიმის ამოქმედება, რომელიც მანამდე მართლაც წარმოუდგენელი იყო. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან, გავხსენით ბაზრები რუსეთთანაც. მე ვიცი ძალიან კარგად, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფერმერებისთვის, რაც შეიძლება მეტი ბაზრების ათვისება. ჩვენ ყველა ბაზარი და ყველა ქვეყნის პოტენციალი უნდა ავითვისოთ და გამოვიყენოთ საჩვენოდ დაა ჩვენი ფერმერების სასიკეთოდ. ეს უნდა იყოს ჩვენი პრაგმატული გონივრული პოლიტიკის მთავარი მიმართულებები.

ჩვენ მივაღწიეთ პროგრესს ნატოსთან მიმართებაში. გვქონდა რეალური, ხელშესახები პროგრესი და პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, იქნება ეს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ აქვს სერიოზული მიღწევები, მაგრამ ჩვენ ამ მიღწევებით არ ვკმაყოფილდებით. გვინდა მეტი პროგრესი დ განვითარება. განვითარება ყველა რეგიონს, ქალაქს დ მუნიციპალიტეტს.

ჩვენ ასევე ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში დავიწყეთ ურბანული განახლების პროექტების განხორციელება, რაც ევროპული ტიპის ცენტრების მოწყობას გულისხმობს ყველა მუნიციპალიტეტში. ოზურგეთში ჩვენ დავიწყეთ სამუშაოები და ეს გახდება ახალი მიზიდულობის ცენტრი ახალგაზრდებისთვის, დამსვენებლებისთვის, ტურისტებისთვის. ყველა მუნიციპალიტეტში, ჩემი დავალებით ტურიზმის დეპარტამენტი ამზადებს ახალ პროექტებს, ყველგან შევქმნით დამატებით ტურისტულ ლოკაციებს, რომელიც კიდევ უფრო მეტ დასაქმებას და მეტ კეთილდღეობას მოიტანს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved