• რეკლამა
  • კონტაქტი
14:16, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

ლიბერთის სოციალურ ბარათებზე პინ კოდის ვადა 1 ნოემბრამდე გაგრძელდა

ალია ავტორი - ალია
16:15 08-19-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

ქვეყანაში COVID 19 პანდემიით გამოწვეული ვითარებისა და დაწესებული შეზღუდვების გამო, ლიბერთი საპენსიო და სხვა სოციალური ბარათების პინ კოდის მოქმედების ვადას კიდევ ერთხელ ახანგრძლივებს.

კერძოდ, ლიბერთის და სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, იმ მომხმარებლებს, რომელთა საპენსიო თუ სხვა სოციალური ბარათების პინ კოდის მოქმედების ვადა 1 აგვისტოდან 31 ოქტომბრამდე პერიოდში იწურება, ეს ვადა ავტომატურად გაუგრძელდებათ 1 ნოემბრამდე და ბარათების მფლობელებს არ მოუწევთ ბანკის ფილიალებში ვიზიტი პინ-კოდის განსაახლებლად.

„ჩვენ ვითვალისწინებთ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებს და ყოველთვის ვზრუნავთ მათ უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გადავწყვიტეთ, რომ ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებმა ბანკში ვიზიტის გარეშე, შეუფერხებლად შეძლონ როგორც ბანკომატით, ისე გადახდის ტერმინალებით სარგებლობა“, – განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა

მომხმარებელთა უსაფრთხოების მიზნით, პანდემიის პერიოდში ლიბერთიმ დანერგა გადახდის ტერმინალიდან თანხის გატანის ინოვაციური სერვისი, რომელიც სოციალური ბარათის მფლობელებს საშუალებას აძლევს საკუთარი ანგარიშიდან მიიღონ 50 ლარამდე თანხა ბანკში ვიზიტის გარეშე, ნიკორა სუპერმარკეტის ქსელის, პსპ, ავერსი და ფარმადეპოს ყველა აფთიაქის გადახდის ტერმინალების საშუალებით. გარდა ამისა, საპენსიო და სხვა სოციალური ბარათების მფლობელები განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ: ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში, სოციალური ბარათით გადახდისას, სპეციალური ფასები მოქმედებს ევექსი კლინიკებში, ფარმადეპოს აფთიაქებსა და ნიკორა სუპერმარკეტის ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით

თეგები: ლიბერთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved