• რეკლამა
  • კონტაქტი
09:51, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენს მოსახლეობას ბოლომდე გვერდში უნდა დავუდგეთ, არაერთი პროგრამა წამოვიწყეთ და სწორედ საქმით დადასტურდა, რომ ყველა ეს პროგრამა არის რეალური, კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მომტანი – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:01 08-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

ამ მართლაც უნიკალურ ადგილას, გვახსენდება კიდევ ერთხელ, თუ რაოდენ დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანას და ამ შემთხვევაში, ჩოხატაურს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატის დავით შარაშიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს ჩოხატაური და სწორედ ამ ადგილს აქვს ამის უნიკალური შესაძლებლობა.

„მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. მივესალმები ჩოხატაურს და ჩოხატაურელებს. მე მინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით. მადლობა თქვენი ერთგულებისთვის, მხარდაჭერისთვის ჩვენი გუნდისადმი, ჩვენი დიდი ოჯახისადმი, რომლის საშუალებით, შევძელით 7 არჩევნებში ღირსეული და დამაჯერებელი გამარჯვება. ჩვენ ერთად მოვდივართ უკვე 8 წელზე მეტია. 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდს არაერთი ღირსეული ახალი წევრი შეემატა. მინდა, რომ  ყველას მივესალმო და მადლიერებით გამოვხატო ჩემი პატივისცემა თქვენდამი და მადლიერება.

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ აქ, ამ ულამაზეს ადგილას, ერისთავების სასახლის ტერიტორიაზე, რომელიც, „ქართუ ფონდის“ და ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აღდგა და ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ამ მართლაც უნიკალურ ადგილას, გვახსენდება კიდევ ერთხელ, თუ რაოდენ დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანას და ამ შემთხვევაში, ჩოხატაურს. ჩოხატაური მართლაც გამოირჩევა თავისი სილამაზით, პოტენციალით, რომელიც ამ მუნიციპალიტეტს გააჩნია. აქ შეიძლება ბევრი რამ გაკეთდეს და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრს ვგეგმავთ. ეკოტურიზმი უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი წამყვანი. ზოგადად, ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს ჩოხატაური და სწორედ ამ ადგილს აქვს ამის უნიკალური შესაძლებლობა და პოტენციალი.

ბოლო წლებში, ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ არაერთი მიმართულებით, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, გზების მშენებლობა, გაზგაყვანილობა, წყალგაყვანილობა, თუ სხვა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. თუნდაც, არაერთი სკოლა აშენდა, რეაბილიტირდა, არაერთი საბავშვო ბაღი აშენდა. ჩვენ ჯამში 175 ახალი სკოლა ავაშენეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, 250 სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, აღდგენა ერთიანი ევროპული სტანდარტის მიხედვით. ჩვენი გეგმის მიხედვით, დაახლოებით, 800 სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში, რომელიც ევროპული სტანდარტის მიხედვით მოეწყობა.

სოფლის მეურნეობაში ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც გულისხმობს 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას მომდევნო წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, გურია იქნება ერთ-ერთი წამყვანი ამ მიმართულებითაც.

ვიცი, რომ ჩოხატაურს, ზოგადად, მიწის მწირი  რესურსი აქვს, მაგრამ  თითო გოჯი მიწა უნდა ავითვისოთ და ბოლომდე მოხდეს ამ რესურსის, პოტენციალის ათვისება და გამოყენება, რეალიზება.

ჩვენს მოსახლეობას ბოლომდე გვერდში უნდა დავუდგეთ. ჩვენ არაერთი პროგრამა წამოვიწყეთ და სწორედ საქმით დადასტურდა, რომ ყველა ეს პროგრამა არის რეალური, კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მომტანი, მაგალითად, როგორიც არის შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა, რომლითაც ათასობით ფერმერმა ისარგებლა ყველა მუნიციპალიტეტში, „აწარმოე საქართველოში“, რომლითაც დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და დაფინანსდა რამდენიმე ასეული ახალი საწარმოს გადაიარაღება, შექმნა, განვითარება. შეიქმნა 20 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი“,  – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved