• რეკლამა
  • კონტაქტი
10:26, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – ერთადერთი პასუხისმგებლიანი ძალა, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ შეგვიძლია ქვეყნის მართვა მშვიდობით და სტაბილურობით, არის „ქართული ოცნება“

ალია ავტორი - ალია
12:03 08-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

სწორედ თქვენი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ის, რომ ჩვენმა გუნდმა 7 არჩევნებში გაიმარჯვა ღირსეულად და დამაჯერებლად. თქვენი გვერდში დგომით და თქვენი სწორი ანალიზით, თქვენი გამჭრიახობით, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის საერთო მართვით და ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ის, რომ ქვეყანაში, მეგობრებო, დასადგურდა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის განმსაზღვრელი ყველაფრის, ნებისმიერი გადაწყვეტილების, განვითარების, პროგრესის, წინსვლის, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის მერობის კანდიდატის ალექსანდრე სარიშვილის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა, პირველ რიგში, ყველას მიულოცა ფერისცვალება. მან სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მშვიდობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მშვიდობას მოფრთხილება და დაფასება სჭირდება და ერთადერთი პასუხისმგებლიანი ძალა, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ შეუძლია ქვეყნის მართვა მშვიდობით და სტაბილურობით, არის „ქართული ოცნება“.

„მივესალმები გურიას და მივესალმები ლანჩხუთს. პირველ რიგში, მინდა ყველას მოგილოცოთ ფერისცვალება. დღეს 19 აგვისტოა, ფერისცვალება და ყველას გილოცავთ.

ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა, თქვენთან ერთად. მოგეხსენებათ, რომ  ჩვენ აქტიურად დავიწყეთ საარჩევნო კამპანია და ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის და მორიგი გამარჯვებისთვის. როგორც მითხრეს, სიტყვა გურია გულიდან მოდის და მინდა, რომ ყველაზე გულიან ხალხს გაუმარჯოს. მინდა, რომ კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას თქვენი მხარდაჭერისთვის, ერთგულებისთვის, გვერდში დგომისთვის. სწორედ თქვენი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ის, რომ ჩვენმა გუნდმა 7 არჩევნებში გაიმარჯვა ღირსეულად და დამაჯერებლად. თქვენი გვერდში დგომით და თქვენი სწორი ანალიზით, თქვენი გამჭრიახობით, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის საერთო მართვით და ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ის, რომ ქვეყანაში, მეგობრებო, დასადგურდა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის განმსაზღვრელი ყველაფრის, ნებისმიერი გადაწყვეტილების, განვითარების, პროგრესის, წინსვლის. ვინ თუ არა გურულებმა ვიცით ძალიან კარგად მშვიდობის ფასი და შემთხვევითი არ არის, რომ პირველ სიტყვას გურული ამბობს მშვიდობისთვის. მშვიდობას მოფრთხილება და დაფასება სჭირდება. ერთადერთი პასუხისმგებლიანი ძალა, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ შეგვიძლია ქვეყნის მართვა მშვიდობით და სტაბილურობით, არის „ქართული ოცნება“.

ჩვენ არაერთი პროექტი განვახორციელეთ. ყველა რეგიონში შევიტანეთ პროგრესი, განვითარება და წინსვლა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. ჩვენი ქვეყანა, მას შემდეგ, რაც არის დამოუკიდებელი, მას შემდეგ, რაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა, ძალიან ბევრი სირთულე გავიარეთ, ძალიან ბევრ განსაცდელს გავუძელით, ბევრი სიდუხჭირე, ბევრი ეკონომიკური გაჭირვება ნახა ჩვენმა ხალხმა, მაგრამ ქართველი ხალხი დგას ძლიერად და მტკიცედ. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავუკეთოთ ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ეკონომიკური განვითარება, მეტი სამუშაო ადგილები, მეტი ინვესტიცია სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, ხარისხიანი განათლება და ჯანდაცვა გვჭირდება ჩვენ, ყველას.  ამისთვის ჩვენ გვაქვს საკმაოდ ხელშესახები შედეგები, მაგრამ მე უნდა ვისაუბრო ასევე ჩვენს გრძელვადიან გეგმებსა და მომავალზე“, –  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე
ახალი ამბები

შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე

19:44 09-02-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა

18:48 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved