არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ადასტურებენ, რომ ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი აბუ-დაბიში იმყოფება. ინფორმაცია ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი აშრაფ ღანი და მისი ოჯახი ქვეყანაში ჰუმანიტარულ საფუძველზე შეუშვეს.
15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.
კომენტარები