• რეკლამა
  • კონტაქტი
02:20, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თორნიკე რიჟვაძე – უნდა გაგრძელდეს ის კურსი, რაც 2011 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა აიღო, უნდა გაგრძელდეს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა

ალია ავტორი - ალია
15:31 08-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

ის კურსი, რაც 2011 წლიდან ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით აიღო ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა, უნდა გაგრძელდეს. უნდა გაგრძელდეს ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ, კიდევ უფრო მეტი განვითარება ჰქონდეს შუახევს და კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობა  თითოეულ შუახეველს – განაცხდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნების“ შუახევის მერობის კანდიდატის ომარ ტაკიძის წარდგენაზე.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, შუახევში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და მიუხედავად პანდემიისა, ყველაფერი ბოლომდე იქნება მიყვანილი.

„შუახევში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და მიუხედავად პანდემიისა, ამ ძალიან დიდი გლობალური გამოწვევისა, არც ერთი დაპირება არ დაგვიწყებია, არც ერთი საქმე, რომელიც გვქონდა ჩაფიქრებული არ გაჩერებულა და ეს ყველაფერი იქნება ბოლომდე მიყვანილი.  

როცა ჩვენი ოპონენტები სვამენ კითხვას, თუ რა გაკეთდა, უმჯობესია დასვან კითხვა თუ რა ვერ გაკეთდა. მიუხედავად პანდემიისა, ძალიან სწორი, ეფექტური და გაბედული გადაწყვეტილებების შედეგად შევძელით, რომ ვაქცინა ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ბატონი პრემიერ მინისტრის მეთაურობით შესაძლებელი გახდა, რომ ყველას აჭარაში, ყველა მუნიციპალიტეტში და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას ჰქონოდა ხელმისაწვდომობა როგორც ვაქცინაზე, ასევე, არც ერთი დაინფიცირებული ადამიანი არ დარჩენილა სახელმწიფო ზრუნვის გარეშე. ჩვენ ამ გამოწვევიდან აუცილებლად გამარჯვებული გამოვალთ მინიმალური დანაკარგებით და საზოგადოების, მთავრობის და ყველას ერთიანობით შევძლებთ, რომ ამ გამოწვევასაც ღირსეულად გავუმკლავდეთ.

პოლიტიკური პროცესია და ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ ერთი ძალიან დიდი მობილიზება გავაკეთოთ ამ არჩევნების წინ, გავერთიანდეთ ყველა, როგორც ძველი გვარდია, ისე ახალი თაობა, ყველა ადამიანი, რომელსაც სწამს და სჯერა, რომ ის კურსი, რაც 2011 წლიდან ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით აიღო ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა, უნდა გაგრძელდეს. უნდა გაგრძელდეს ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ, რომ კიდევ უფრო მეტი განვითარება ჰქონდეს შუახევს და კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობა – თითოეულ შუახეველს.

მინდა მხარი დავუჭიროთ და ყველა მხარში დავუდგეთ ძალიან ღირსეულ, წესიერ, მშვიდ, მაგრამ ძალიან აქტიურ შუახევის მომავალ მერს, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მიღებული ამ მუნიციპალიტეტში მუშაობის და ჩვენი საკრებულოს გუნდის როგორც ახალ სახეებს, ისე ძველ გვარდიას და კიდევ ერთად ვიზეიმოთ ერთი დიდი გამარჯვება ოქტომბერში“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე
ახალი ამბები

შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე

19:44 09-02-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა

18:48 09-02-2026
“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე –  სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?
ახალი ამბები

“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე – სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?

13:13 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved