• რეკლამა
  • კონტაქტი
09:56, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი დავალებით, აჭარის მთავრობასთან ერთად ტურიზმის დეპარტამენტი და ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რათა თითოეულ მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული ადგილები შევქმნათ

ალია ავტორი - ალია
15:08 08-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

ხულოში ძალიან ბევრი პროექტი დაფინანსდა, რომელიც მოხმარდა გზების მშენებლობას, წყალგაყვანილობას, გაზიფიცირების პროექტებს, სკოლების მშენებლობას, ბაღების რეაბილიტაციას, ამბულატორიების მშენებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატის ვახტანგ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ურბანული განახლების პროექტზე, ინფრასტრუქტურასა და ადგილობრივ წარმოებაზე.

„მივესალმები ხულოსა და ამ ლამაზი მხარის თითოეულ წარმომადგენელს, ჩვენი ძვირფასი ქვეყნის თითოეულ შვილს! დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, მობრძანებისთვის. მადლობა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისთვის. ჩვენს გამორჩეულად თბილ ხალხს მინდა მივესალმო, ჩვენს ხულოელებს, გამორჩეულად თბილ და საყვარელ ადამიანებს, მშრომელ ხალხს, რომლებიც 24-საათის განმავლობაში ემსახურებიან და ამაგრებენ ამ მართლაც გამორჩეულ მუნიციპალიტეტს. ხულო არის გამორჩეული თავისი სილამაზით, ისტორიითა და რაც მთავარია, თავისი ხალხით. აქ მართლაც გამორჩეული ხალხი ცხოვრობს. მე მინდა, კიდევ ერთხელ, ყველას გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ.

ჩვენ აქტიურ საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებთ, დავდივართ რეგიონებში, ვხვდებით ხალხს. დღეს გესტუმრეთ აქ იმისთვის, რომ წარმოგიდგინოთ ჩვენი კანდიდატი ხულოში. ჩვენს კანდიდატს დიდი წარდგენა არ სჭირდება – ღირსეული კაცი, ვახტანგ ბერიძე, რომელიც გემსახურებათ თქვენ, ხულოელებო, მთელი გულით და გონებით, თავისი გამოცდილებით, სიყვარულით თავისი ხალხისადმი!

მანამდე, მე მინდა, კიდევ ერთხელ შევაჯამოთ ჩვენს მიერ გაკეთებული საქმეები, ხალხს ვუთხრათ, თუ რა გაკეთდა ამ წლების განმავლობაში და რას ვაკეთებთ, რის გაკეთებას ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაშიც. ხულოზე რომ ვისაუბროთ, ხულოში ძალიან ბევრი პროექტი დაფინანსდა, რომელიც მოხმარდა გზების მშენებლობას, წყალგაყვანილობას, გაზიფიცირების პროექტებს, სკოლების მშენებლობას, ბაღების რეაბილიტაციას, ამბულატორიების მშენებლობას. ეს ყველაფერი ძალიან ხელშესახები და თვალში ხვდება თითოეულ აქ მაცხოვრებელს. ძალიან ბევრი სპორტული მოედანი დაფინანსდა.

ახლა ჩვენ ვიწყებთ ურბანული განახლების პროექტებს. თითოეულ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მოეწყობა ევროპული ტიპის ცენტრები, ასევე სკვერები, პარკები. ამას გარდა, ჩვენ ვგეგმავთ, რომ ახალი ტურისტული ადგილები მოვაწყოთ ყველა მუნიციპალიტეტში. ჩემი დავალებით, ტურიზმის დეპარტამენტი და ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს აჭარის მთავრობასთან ერთად, იმისთვის, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვკვეთოთ და ახალი ტურისტული ადგილები შევქმნათ, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი დამსვენებელი ჩამოვიდეს ხულოშიც, გოდერძიზე, მწვანე ტბასთან. ჩვენ მწვანე ტბის რეაბილიტაციას, კეთილმოწყობას ვასრულებთ ძალიან მალე. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ეს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე აისახება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved