იაპონიაში, ძლიერი წვიმების შედეგად, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდა, 8 ადამიანი დაიღუპა, 3 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი NHK ავრცელებს.
სტიქიის დროს კიდევ 16 ადამიანი დაშავდა.
ყველაზე მეტად უამინდობით კუნძული კიუშუ, მათ შორის საგუს და ნაგანოს პრეფექტურები დაზარალდა.
ამჟამად, ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში მეწყერისა და წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად სამუშაოები მიმდინარეობს.
კომენტარები