• რეკლამა
  • კონტაქტი
15:14, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბოლო წლების განმავლობაში, ბათუმში კერძო ინვესტიციების სახით ინვესტირებულია 3 მილიარდი დოლარი – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:47 08-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

ბოლო წლების განმავლობაში, ამ ქალაქში კერძო ინვესტიციების სახით ინვესტირებულია 3 მილიარდი დოლარი და თქვენ ხედავთ, როგორი მშენებლობა და აღმშენებლობა არის ჩვენს ულამაზეს ქალაქ ბათუმში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბათუმის მერობის კანდიდატის, არჩილ ჩიქოვანის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბათუმში ათეულობით სასტუმრო გაიხსნა ბოლო რვა წელიწადში.

„მოგესალმებით, მივესალმები ბათუმს და ბათუმელებს. მივესალმები ჩვენი პარტიის, „ქართული ოცნების“ ერთგულ წევრებს და მე მადლობას გიხდით თქვენი ერთგულებისთვის და მხარდაჭერისთვის. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას, ვიმყოფებით აჭარაში, ამ ულამაზეს რეგიონში და ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ამომრჩევლებს წარვუდგინეთ ჩვენი მერობის კანდიდატები.

2012 წლიდან დღემდე, ჩვენს დიდ ოჯახს არაერთი ღირსეული წევრი შეემატა. ჩვენ ყველანი ერთად ვქმნით ერთ ძლიერ გუნდს, რომელმაც ბოლო 7 არჩევნებში, ძლიერად და დამაჯერებლად გაიმარჯვა. ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ.

2012 წლის შემდგომ ჩვენმა საერთო ძალისხმევამ არაერთი კონკრეტული ხელშესახები შედეგი მოიტანა. შედეგი და გამარჯვება მოიტანა ჩვენი მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ 2012 წლის ოქტომბერი არის დასაბამი იმ გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის, რომელიც მართლაც გამორჩეული არის ჩვენს ქვეყანაში. ამ მშვიდობამ და სტაბილურობამ, ვთქვათ და ვაღიაროთ ყველამ ერთდ, რომ მოიტანა ძლიერი პროგრესი ყველა მიმართულებით. თვალსაჩინოებისთვის, საკმარისია, ყველამ ერთდ გავიხსენოთ ის სურათი, რაც იყო მანამდე, თუნდაც ბათუმში და რა არის ახლა, თქვენ ხედავთ განვითარებულ, ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ქალაქს, ქალაქს, რომელიც მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე პირველ ევროპულ ქალაქად საქართველოში. ბათუმი, რომელიც ისტორიულად ცნობილია, როგორც ერთ-ერთი მოწინავე, ცივილიზაციის, განვითარების და პროგრესის შემომტანი ჩვენს ქვეყანაში.

ბოლო წლების განმავლობაში, ამ ქალაქში კერძო ინვესტიციების სახით ინვესტირებულია 3 მილიარდი დოლარი და თქვენ ხედავთ, როგორი მშენებლობა და აღმშენებლობა არის ჩვენს ულამაზეს ქალაქ ბათუმში. ათეულობით სასტუმრო გაიხსნა სულ რაღაც ბოლო 8 წელიწადში. ტურისტების არნახული ნაკადი მოედინება ამ ულამაზეს ქალაქში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved