• რეკლამა
  • კონტაქტი
03:16, პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იქნებ მიშველოთ, დედა მიკვდება…” – რა მედიკამენტს ეძებენ კოვიდპაციენტების ახლობლები?

ალია ავტორი - ალია
00:51 08-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
318

სოციალურ, სამედიცინო ჯგუფ მედგიდში, ხათუნა ტოგონიძე, წერს:

“იქნებ მიშველოთ, სასწრაფოდ გახდა ტოცილიზუმაბის საჭიროება. მიკვდება დედა. გთხოვთ დამეხმარეთ.”

კომენტარებში, ხათუნას ეუბნებიან, რომ ჯანდაცვას და ჯანდაცვის ცხელ ხაზს დაუკავშირდეს, რაზეც პასუხობს, რომ უკვე დაუკავშიდა და უთხრეს, რომ ამ ეტაპზე მედიკამენტი არ აქვთ.

როგორც კომენტარებიდან ჩანს, ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როდესაც პაციენტის ახლობელს თავად უხდება მედიამენტის პოვნა და ყიდვა. კომენტარებში მოქალაქეები წერენ:

“ჩვენ არც ვიცოდით, დედაჩემი უმძიმეს მდგომარეობაშია მეც ვიყიდი და მივუტანთ თუ უშველის, რეანიმაციის მთავარ ექიმს რო ვკითხეთ წამლებზე ყველაფერი გვაქვსო გვითხრა და ჩამომათვალში რასაც უკეთებენ ეგ წამალი არ იყო”

“წესით საავადმყოფომ უნდა მოიძიოს ჩვენც დაგვჭირდა ახლობელზე, მაგრამ ბოლოს საავადმყოფომ თვითონ იშოვა, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და მალე ჯანმრთელი დაგიბრუნდეთ თქვენი დედა! თუ თანხა არ გყოფნით დადეთ ანგარიში ვის რა შეგვეძლება დაგეხმარებით”

“კლინიკაში თუ წევს ეკუთვნის, ჯანდაცვას შემოტანილი აქვს. ჯანდაცვაში დარეკეთ, გაიდლაინში უწერიათ და იხდის სახელმწიფო. ეს ინფორმაცია გვაქვს ჩვენ, დედამთილი წევს რესპუბლიკურში და ბოლო ერთი ჯვირა ჩვენც ამ კოშმარში ვართ”

“კლინიკაში წევს? სახელმწიფოს აქვს მარაგი, კლინიკაში მყოფ პაციენტებზე, რომ გამოიყენოს აქტემრა (ტოცილიზუბამი). აფთიაქებში როგორც ვიცი დეფიციტურია.”

“უფასოდ ეკუთვნის 1505 ზე დარეკეთ”

“რა ჯანდაბას აკეთებს ჯანდაცვა, მედიკამენტი გარედან რატო უნდა შეჰქონდეს პაციენტს?! ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ”

“ღმერთო რა კოშმარში მოვხვდი …. ომების ,ტალონებზე საჭმელის ,პურის რიგების,უწლობის ,უშუქობის და ყველაფრის მერე რას უყურებ … ხალხი რადღეშია … “მიკვდება დედა ” ამის იქეთ რამე თუარი… უფალმა მოგცეთ მშვიდობა“

“ღმერთმა დალოცოს ეს გოგო sofo jafarize არ ვიცი რა ძალა და ენერგია აქვს…ღმერთს ვთხოვ მის ჯანმრთელობას ქართველი ხალხის იმედად..შეუძლებელს აკეთებს..“

“მარაგში აღარ არის აფთიაქებში ისე თუ ვინმეს აქვს…”

“ ჩემს ძალიან ახლობელს დაჭირდა და თვითონ იყიდეს, მერე გახმაურდა ეს ამბავი და შეიტანეს კლინიკაში, აუცილებლად მოითხოვეთ !“

“მწვავე იმუნური რეაქცისთვისაა, ციტოკინური შტურმის…რასაც კოვიდი იწვევს…”

“რა ღირს ახლა ტოცილიზუბამი? ადრე 4000 ევრო ღირდა”

“კლინიკას რომ მიაწოდონ პაციენტებისათვის,მერე აფთიაქებში 2000 ლარად ხომ ვერ გაყიდიან? მარტივი გასაგები. მართლაა საჭირო სტალინის წესრიგი რამდენი 2000 ლარისაგან შედგება საქართველოს მოქალაქის ხელფასი ან პენსია?”

მოქალაქეების დიდი ნაწილი, პოსტის ავტორს სთხოვს ანგარიშის ნომერი დადოს, წერენ, რომ წამლის ფულს ხალხი ააგროვებს.

“ალია” შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 24 ივლისს, ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი, წერდა, რომ ტოცილიზუმაბის გამოყენების კლინიკური ჩვენებისას, კლინიკამ ოჯახს მოსთხოვა თავად მიეტანა მედიკამენტი, მაშინ ოჯახმა წამალში 5 000 ლარი გადაიხადა.

ბიძინა კულუმბეგოვი:

“ციტოკინური შტორმი, ახლობელი კლინიკაში, ყველა პარამეტრით (მაღალი C რეაქტიული ცილა, CPAP რეჟიმი, დექსამეტაზონი, 200 IL-6, ბაქტერიული ინფექციის ნიშნები არა, კტ 22 ქულა…) ტოცილიზუმაბის გამოყენების კლინიკური და ლაბორატორული ჩვენება…

ზარი კლინიკიდან ოჯახში, თავად მოიტანეთ მედიკამენტი, საჭირო დოზის ფასი 5000 ლარი. დღეს პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად უკეთესი! არ გექნებათ შესაძლებლობა მსგავსი ხარჯი გაიღოთ მძიმე გამოსავალი “გარანტირებულია”.

არ მიკვირს რატომ არის სიკვდილობა მყარად მაღალი. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი ასეთი ადამიანების გადასარჩენად, დროა ყველა ფუჭი ხარჯი (კონცერტები, პლაკატების ბეჭდვა…) გადამისამართდეს რათა ადამიანების სიცოცხლე ვიხსნათ!”

როგორც ჩანს, სახელმწიფომ ისევ არ გააკეთა ყველაფერი ადამიანების გადასარჩენად – და ბატონი ბიძინას სიტყვები რომ მოვიშველიოთ, არც ჩვენ გვიკვირს, რატომ არის სიკვდილობა მყარად მაღალი, თუმცა, გაკვირვება და არგაკვირვება რომ ვეღარ შველის საქმეს – ცხადია.

“ზარი კლინიკიდან, მოიტანეთ მედიკამენტი, ფასი 5000 ლარი, არ მიკვირს რატომ არის სიკვდილობა მაღალი” – ბიძინა კულუმბეგოვი

თეგები: ჯანდაცვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved