• რეკლამა
  • კონტაქტი
07:49, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბოლო 8 წლის განმავლობაში დავაგეთ 150 კმ. მაგისტრალური გზა, ე.წ. ავტობანი; შედარებისთვის, 2012 წლამდე, სულ დაგებული იყო 68 კმ. გზა; დაახლოებით, 2 850 კმ.-ის გზებს ჩავუტარეთ რეაბილიტაცია – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:49 08-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენ დავაგეთ 150 კმ. მაგისტრალური გზა, ე.წ. ავტობანი. შედარებისთვის, 2012 წლამდე, სულ დაგებული იყო 68 კმ. გზა. ამ დროს, განცდა იყო იმის, რომ თითქოს მთელი საქართველო დააგეს და მთელი საქართველო ავტობანებად გადააქციეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, რეალობა სულ სხვა იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ახმეტის მერობის კანდიდატის ალექსი ფიცხელაურის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ახმეტაში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიც არის გზების, გაზმომარაგების, წყალმომარაგების პრობლემა.

„ჩვენი დაპირებით და ჩვენი გეგმის მიხედვით, 2024 წელს, ყველა ქალაქში იქნება 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგების სისტემა აწყობილი. 3 000 სოფელი ჯერ კიდევ ვერ სარგებლობს ხარისხიანი წყალმომარაგებით. პრობლემები არის გზების, გაზმომარაგების მიმართულებით. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენ დავაგეთ 150 კმ. მაგისტრალური გზა, ე.წ. ავტობანი. შედარებისთვის, 2012 წლამდე, სულ დაგებული იყო 68 კმ. გზა. ამ დროს, განცდა იყო იმის, რომ თითქოს მთელი საქართველო დააგეს და მთელი საქართველო ავტობანებად გადააქციეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, რეალობა სულ სხვა იყო. მე არ მინდა ვინმეს შევედარო, მაგრამ რეალობისთვის, შედარებისთვის, მინდა ჩვენს მოსახლეობას ეს ანგარიში ჩავაბარო. ამას გარდა, დაახლოებით, 2 850 კმ.-ის გზებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, დაიგო ახალი გზები, ისეთ სოფლებში, რაიონებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც პრაქტიკულად, გზა საერთოდ არ ყოფილა მანამდე. ჯამში, 7 000 კმ. გზების რეაბილიტაცია-აღდგენა მოვახერხეთ ბოლო 8 წლის განმავლობაში. ეს საკმარისია? რა თქმა უნდა –  არა. ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. ბევრი სკოლის რეაბილიტაცია და აშენება მოხდა, ახალი საბავშვო ბაღების, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ერთიანი ევროპული სტანდარტის დანერგვა ყველა მუნიციპალიტეტში.

ახლა ჩვენ ვიწყებთ, მაგალითად, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, როგორიც არის, თუნდაც, ურბანული განახლების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ევროპული ცენტრების მოწყობას ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ უნდა შევიტანოთ ევროპული ხელწერა, ევროპული სულისკვეთება, ევროპული ტიპის ქალაქებად უნდა ვაქციოთ ყველა ქალაქი, ყველა მუნიციპალიტეტი, უნდა შევქმნათ ახალი რეკრეაციული სივრცეები, ახალი ტურისტული მიმზიდველობის  ცენტრები უნდა შევქმნათ თითოეულ მუნიციპალიტეტში. ახმეტას ამის უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია.  მთავრობა, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალური ხელშეწყობა და დახმარება  წამოვიდეს ახმეტის მუნიციპალიტეტში“, –  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved