• რეკლამა
  • კონტაქტი
08:42, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეს ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაკეთებული ჩემი ნათქვამი არასწორად იქნა გაგებული – რა თქმა უნდა, ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი, ეს არის ადამიანის რჩევანი – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:34 08-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ნებაყოფლობითი. ეს არის ადამიანის არჩევანი. თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თავად უნდა გააკეთოს არჩევანი და არჩევანი არის შემდეგი – არსებობს ალბათობა იმისა, რომ გართულდეს ნებისმიერ ადამიანში აღნიშნული ინფექცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ახმეტის მერობის კანდიდატის, ალექსი ფიცხელაურის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს ერთ-ერთ შეხვედრაზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება არასწორად იქნა გაგებული.

„რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში ჩვენ გამოწვევად გვრჩება მიმდინარე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ჩვენ ვებრძვით ვირუსს, რომელიც არის მომაკვდინებელი. ამისთვის, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ ფორმატში, თქვენ, ჩემო ახმეტელებო, კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ ვაქცინაციის პროცესში ჩართვისაკენ.

მე დღეს გამოვედი ერთ-ერთ შეხვედრაზე და როგორც ჩანს, არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი. მე ერთ-ერთ გამოსვლაში მოვყევი ქრონოლოგიურად, რომ ეტაპობრივად, ისე, როგორც იკეთებენ ყოველწლიურად გრიპის საწინააღმდეგო აცრებს, ანალოგიურად, როგორც ჩანს, ასეთი ტენდენცია მიმდინარეობს მსოფლიოში, რომ დამკვიდრდება ყოველწლიურად ამ აღნიშნული აცრების ჩატარება და ამის მაგალითად მოვყევი, რომ ამერიკაში სექტემბრის თვეში აპირებენ ბოლო ფაზის ავტორიზაციის მინიჭებას ვაქცინისათვის და ვივარაუდე, რომ ალბათ სავალდებულო გახდება. გვაქვს ამის თაობაზე ინფორმაცია, აქეთ მიდის ყველაფერი, ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორც ჩანს, არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი, თითქოს მე ვთქვი, რომ ჩვენ გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს და აცრა იქნება სავალდებულო. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი. მთავრობა ყველაფერს აკეთებს და უქმნის მაქსიმალურ კომფორტს მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ნებაყოფლობითი. ეს არის ადამიანის არჩევანი. თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თავად უნდა გააკეთოს არჩევანი და არჩევანი არის შემდეგი – არსებობს ალბათობა იმისა, რომ გართულდეს ნებისმიერ ადამიანში აღნიშნული ინფექცია. კიდევ გავიმეორებ, რომ სრულიად ჯანმრთელი ადამიანები სამწუხაროდ გადაიცვალნენ კოვიდ-ინფექციით და სწორედ ამის დაზღვევის მიზნით საჭიროა აცრების ჩატარება. თავს ვთვლი ვალდებულად და პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რაც ხდება დღეს ქვეყანაში, მთავრობა და მთელი ხელისუფლება ვალდებულები ვრთ, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მივიტანოთ ჩვენს მოსახლეობამდე და ავუხსნათ, რომ აცრა არის უსაფრთხო და ყველა მეცნიერი ჩატარებული ცდებით ამას ადასტურებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved