• რეკლამა
  • კონტაქტი
07:49, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

32 მლრდ. დაიხარჯება მომდევნო წლების განმავლობაში, მთელი რეგიონების განვითარების მიმართულებით, მინდა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, ევროპული ტიპის ცენტრები შეიქმნას – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:44 08-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას და რეგიონების განვითარებას, 32 მლრდ. დაიხარჯება მომდევნო წლების განმავლობაში, მთელი რეგიონების განვითარების მიმართულებით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ყვარლის მერობის კანდიდატის, გივი ზაუტაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეტაპობრივად, თითოეული ქალაქი და მუნიციპალიტეტი, ევროპული ტიპის, ევროპული დონის ქალაქებად და მუნიციპალიტეტებად უნდა გარდაიქმნას.

„თქვენ თუ მოგზაურობთ რიკოთის მიმართულებით, ნახავთ, რომ მასშტაბური, შეიძლება ითქვას, საუკუნის პროექტი ხორციელდება, 50-ზე მეტი ხიდი, გვირაბები, უნიკალური პროექტია მართლაც. წითელი ხიდიდან სარფამდე 4 საათში შეეძლება ადამიანს, რომ ჩავიდეს, რაც ძალიან შეამცირებს და გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას, მობილობას გაუადვილებს  მოსახლეობას.

ასევე დავიწყეთ ურბანული განახლების პროექტები, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, მე მინდა, რომ ევროპული ტიპის ცენტრები შეიქმნას. ჩვენ ეტაპობრივად უნდა გარდავქმნათ თითოეული ქალაქი, მუნიციპალიტეტი, ევროპული ტიპის, ევროპული დონის ქალაქებად და მუნიციპალიტეტებად და შემდეგ, ეს განვითარება ჩავიტანოთ ყველა სოფელში, შევქნათ ახალი ტურისტული ადგილები, წელს 500 მლნ. დაიხარჯება ამ მიმართულებით, ყველა ქალაქში მოეწყობა აღნიშნული ტიპის ევროპული ცენტრები და ურბანული განახლების პროექტი განვითარდება, გაგრძელდება. ჩემი დავალებით, ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება ახალი ტურისტული ადგილები, ატრაქციები, რომ მეტი დამსვენებელი, მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი. ასევე, მეტი სარეკრეაციო სივრცეები, მეტი პარკები, მეტი გასართობი ადგილები ჩვენი ბავშვებისთვის, დამსვენებლებისთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ეს ყველაფერი ჩვენ კარგად ვიცით, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ახლა, ჩვენი შემაფერხებელი არის ის საბოტაჟი, ის მუდმივი ქაოსი და დესტაბილიზაცია, რომლის შექმნის მცდელობაც აქვთ ჩვენს ოპონენტებს. ამის საშუალება არ მივცეთ არავის. განვითარებას წინ ვერავინ ვერ დაუდგება. ჩვენ მივდივართ წინ და აუცილებლად გავაგრძელებთ და მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved