• რეკლამა
  • კონტაქტი
20:35, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს სოფლის მეურნეობა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა და მილიარდობით ლარი ჩაიდო ამ მიმართულებით, 2012 წელს მეღვინეობის კომპანიების რაოდენობა არ აღემატებოდა 39-ს, დღეს 300-ზე მეტია – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:43 08-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

მევენახეობის მიმართულებით 2012 წელს იყო სერიოზული პრობლემა, როცა ჩვენ მოვედით. მაშინ ჩვენმა დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ სოფლის მეურნეობა იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მილიარდობით ლარი ჩაიდო ამ მიმართულებით. 300-დან 350 მილიონამდე შემოდის ყოველწლიურად, მხოლო რთველის სახით – მხოლოდ მევენახეობის, ყურძნის გადამუშავებისთვის კახეთის რეგიონში.  მოსავლიანობა გაიზარდა 300 000 ტონამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ყვარლის მერობის კანდიდატის, გივი ზაუტაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ქვეყნის შემდგომი განვითარების გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  თუ ქვეყანა თანმიმდევრული, მტკიცე ნაბიჯებით ივლის წინ, 10 წელიწადში საქართველო ევროპული ტიპის სახელმწიფოდ იქცევა.

„ჩვენი გეგმის მიხედვით, ჩვენ სოფლის მეურნეობაში ჩავდებთ ძალიან დიდ ინვესტიციებს, დაახლოებით 7 მილირდი ლარის ინვესტიციას, ჯამში, კერო სექტორთან ერთდ, 20მილიარდი ლარის ინვესტიციაა დაგეგმილი კერძო სექტორთან ერთად, მომდევნო წლების განმავლობაში. ჩვენ თუ თანმიმდევრული, მტკიცე ნაბიჯებით ვივლით წინ, 10 წელიწადში შეიძლება, ჩვენი ქვეყანა რეალურად გარდავქმნათ და ვაქციოთ ევროპული ტიპის სახელმწიფოდ. ს უნდა იყოს ჩვენი მთავრი საზრუნავი. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა რეგიონის მიხედვით დამუშავებული გვაქვს გეგმები, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ თითოეულ მუნიციპალიტეტში, როგორ ავითვისოთ თითოეული გოჯი მიწა, რა კულტურები გავაშენოთ, როგორ დავეხმაროთ მოსახლეობას, როგორ გავუშენოთ, როგორ ვასწავლოთ ამის მივლა-პატრონობა, შევქმნათ გადამამუშავებელი საწარმოები, პროფესიული სასწავლებლები ადგილზე, ყველა მუნიციპალიტეტში. ეს გეგმები გვაქვს და ამ მიზნებით მოვდივართ და მინდა ეს სათქმელი ჩამოვიტანო თქვენამდე.

ეკონომიკის მიმართულებით გვაქვს სერიოზული გეგმები – რეალური ინდუსტრიისა და ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით. 1300-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდება მომდევნო წლების განმავლობაში. დაიხარჯება მილიარდი ლარი მომდევნო 3 წელიწადში, იმისათვის, რომ დაფინანსდეს ადგილობრივი წარმოება.  მეტი ადგილობრივი წარმოება გვჭირდება ყველგან, ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე უნდა ჩავიდეთ ეტაპობრივად. ეს ჩვენი ვარაუდით, წარმოშობს 100 000 ახალ სამუშაო ადგილს. მანამდე „აწარმოე საქართველოს“  პროგრამით დაფინანსებულია ასეულობით საწარმო. მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და შეიქმნა 20 000 ახალი სამუშაო ადგილი. 50 000 ბენეფიციარი ყავს ჩვენს პროგრამებს. პროგრამას „აგროკრედიტი“, იაფი სესხის პროგრამაა. „დანერგე მომავალი“.  1700-ზე მეტი სამაცივრე მეურნეობა განვითარდა ჩვენი დაფინანსებით. „დანერგე მომავლის“ პროგრამის ხელშეწყობით გაშენდა 13 000 ჰექტარზე მეტი ხეხილის ბაღები, მრავალწლოვანი კულტურები.

ვიმყოფებით რა კახეთში, უნდა შევახსენო მოსახლეობას, მევენახეობის მიმართულებით 2012 ელს იყო სერიოზული პრობლემა, როცა ჩვენ მოვედით. მაშინ ჩვენმა დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ სოფლის მეურნეობა იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მილიარდობით ლარი ჩაიდო ამ მიმართულებით. 300-დან 350 მილიონამდე შემოდის ყოველწლიურად, მხოლო რთველის სახით – მხოლოდ მევენახეობის, ყურძნის გადამუშავებისთვის კახეთის რეგიონში.  მოსავლიანობა გაიზარდა 300 000 ტონამდე. 2012 წელს ეს იყო მხოლოდ 52 000 ტონა. მაშინ მეღვინეობის კომპანიების საერთო ჯამი არ აღემატებოდა 39-ს. დღეს არის 300-ზე მეტი ქართული ღვინის კომპანია და იქმნება ძალიან დიდი დოვლათი. გაშენდა 6400 ჰექტარი ახალი ვენახი. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობას სჯერა და ჩართულები არიან ამ პროგრამების ათვისებაში, მაგრამ კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ ხელმისაწვდომობა. წეღან ბატონი ლევან დავითაშვილი ამბობდა – იაფ და გრძელვადიან ფულზე უნდა ჰქონდეს ჩვენს მოსახლეობას ხელმისაწვდომობა. ამ ყველაფრის უზრუნველყოფას ვაკეთებთ ჩვენ – მთავრობა, რა თქმა უნდა, ბიზნესთან ერთად, ამიტომ, მაქსიმალური ხელშეწყობა გექნებათ თქვენ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved