• რეკლამა
  • კონტაქტი
16:05, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ასე ვაპირებთ ერთად ბრძოლას? სადაც დავიქსაქსეთ, იხეირა ივანიშვილმა!” – რას საყვედურობს ნიკა მელია “ენმ”-ის მომხრეებს?

ალია ავტორი - ალია
17:22 08-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

“ენმ”-ის თავმჯდმარე, ნიკა მელია:

“როგორც ირკვევა ვნებათაღელვა გამოიწვია ვიცემერობის კანდიდატად “გირჩი – მეტი თავისუფლების ” ახალგაზრდა წარმომადგენლის, ცოტნე კობერიძის დასახელებამ.

მის მიმართ პრეტენზიის მთავარი, მეტიც ერთადერთი საგანი მისივე ასაკია.

მართალი გითხრათ, მიხარია რომ “გირჩი-მეტი თვისუფლებამ” გაერთიანებულ ოპოზიციას ვიცემერობის კანდიდატად ისეთი კანდიდატი წარმოგვიდგინა, რომლის მიმართ სხვა პრეტენზია ვერც გამოითქვა და სხვა, გარდა ასაკისა, ვერაფერი დაუწუნეს.

როგორც გითხარით, ეს ფაქტი მახარებს, მაგრამ არ დავმალავ, მაკვირვებს კიდეც!

განსაკუთრებით ენმ-ის მხარდამჭერების მხრიდან. ყველას კარგად გვახსოვს, როდესაც ენმ ხელისუფლებაში მოვიდა, წამყვან ძალას სწორედ ახალგაზრდობა წარმოადგენდა და ბევრ საკვანძო თანანდებობებზე, მათ შორის მინისტრებადაც სწორედ ცოტნეს ასაკის ბიჭები დაინიშნენ და ბევრმა მათგანმა წარმატებითაც გაართვა თავი და ახლა რა გამოდის, ენმ-ის 24-25 წლის ბიჭები გვინდოდა და ახლა სხვა პარტიის 24-25 წლის ახალგაზრდა ლიდერები გვეჩოთირება? ასე ვაპირებთ ერთად ბრძოლას და კოალიციას?

ამ არჩევნებს მოვიგებთ! მოვიგებთ სწორედ ერთიანობითა და მრავალფეროვნებით!

გამარჯვება სხვანაირად გამორიცხულია და ვინც მხოლოდ ენმ-ის ძალებითა და გემოვნებით გამარჯვებისკენ მოგვიწოდებს, დამიჯერეთ, სწორედ ის გვთავაზობს დამარცხების საგზურს!

პირადად ვიცნობ ცოტნე კობერიძეს და ვინც ჯერ არ იცნობთ მინდა გითხრათ, იშვიათად მინახავს ასეთი შემართული, მოტივირებული და ნათელი გონების, საღად მოაზროვნე ახალგაზრდა როგორიც ცოტნე კობერიძეა. Tsotne Koberidze

რომც არ მოგვწონდეს, იგი ვიცემერობის კანდიდატად დაასახელა “გირჩი-მეტი თავისუფლებამ” და თუ ჩვენ ერთად ვაპირებთ ოლიგარქის წინააღდეგ ბრძოლას, ვალდებული ვართ პატივი ვცეთ მათ არჩევანს, ისევე როგორც ისინი სცემენ პატივს ჩვენს არჩევანს და მე მხარს მიჭერენ მერის თანამდებობაზე.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მჯერა ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს სწორედ ამომრჩევლის მრავალფეროვნებით.

ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა გლდანში – ერთიანობით! სადაც მოხერხდა ერთიანობა, მოხერხდა რეალური გამარჯვებაც და სადაც დავიქსაქსეთ, იხეირა ივანიშვილმა!”

თბილისის ვიცე მერობის ერთიანი კანდიდატი ოპოზიციიდან
თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved