შესაძლოა, მალე ქვეყანაში დასაქმებისას ასაკობრივი ზღვარი გაუქმდეს.
მოქალაქის მაკა მინდაშვილის საკანონმდებლო წინადადებაში, რომლითაც მან პარლამენტს მიმართა, სწორედ ამაზეა საუბარი. მოქალაქის საკანონმდებლო წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა, გადაწყვეტილება კი კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს უნდა აცნობოს.
საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით, ნებისმიერ სამსახურში ასაკობრივ ზღვარზე ყურადღების გამახვილება, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.
კომენტარები