• რეკლამა
  • კონტაქტი
02:55, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არც სიკვდილს და არც გადარჩენას ლოგიკა არ აქვს, ვერავინ გეტყვით წინასწარ როგორ დასრულდება თქვენი კოვიდ ისტორია” – თინა ხიდაშელი

ალია ავტორი - ალია
20:52 08-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

თინა ხიდაშელი, რომელმაც კორონავირუსი რამდენიმე თვის წინ დაამარცხა, სოციალურ ქსელში, წერს:

“ქვეყანა ერთი დიდი სიკვდილის ქრონიკად იქცა. ყოველდღიურად, უფრო კი დღეში რამდენჯერმე მორიგ სულისშემძვრელ ისტორიას ვკითხულობ კოვიდით გარდაცვლილ ადამიანებზე. ერთ-ერთი ასეთი ისტორია ჩემიც შეიძლება ყოფილიყო. მე გადავრჩი! მაგრამ უკვე ექვსი ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ამ ვერაგ ვირუსს. 

არც სიკვდილს და არც გადარჩენას ლოგიკა არ აქვს, ვერავინ გეტყვით წინასწარ როგორ დასრულდება თქვენი კოვიდ ისტორია. ვერც ექიმები, ვერც მეცნიერები, მით უმეტეს ვერც პოლიტიკოსები ან ცნობილი ადამიანები ტელევიზორიდან… 

მხოლოდ თქვენ თავად წყვეტთ როგორი იქნება თქვენი ხვედრი კოვიდით ინფიცირების შემდეგ. 
რამდენიმე კვირაა ვცდილობ რაღაც დავწერო ვაქცინაციაზე, მინდა ჩემი ვედრება გაგაგონოთ რომ აიცრათ, არავის მისცეთ თქვენი სიცოცხლით თამაშის უფლება. დიახ, სიცოცხლით! ვერაფერს ვწერდი. აცრა რომ უალტერნატივოა ისეთი მარტივი და ჩვეულებრივი ამბავია ჩემთვის, რომ არ ვიცი როგორ უნდა მოგიწოდოთ, როგორ მოგმართოთ. 

ახლა როდესაც კოვიდ ინფიცირებიდან 6 თვის შემდეგაც მის გვერდით მოვლენებს ვებრძვი, ყოველ დილით საშინელი ტკივილებით ვიღვიძებ და ყოველ ღამე იმაზე ოცნებით ვიძინებ, რომ ხვალინდელი დღე იქნებ ოდნავ მაინც უკეთესი იყოს, ყველას ვინც ჭოჭმანობთ, გული გეთანაღრებათ, აცრის გეშინიათ, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ

– ნუ გაწირავთ საკუთარ თავს ამ უმძიმესი ხვედრისთვის. 
– ნუ დაიმშვიდებთ თავს იმით, რომ ჯანმრთელი ხართ და ვერ მოგერევათ. ჩემზე ჯანმრთელი ადამიანი ცოტა მეგულება ამ ქვეყანაზე. 
– ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი მედგარი ხასიათი და სიძლიერე ადვილად მოერევა ვირუსს. აქაც ძალიან კონკურენტუნარიანი ვიყავი. 
მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ რომ უნდა აირჩიოთ სიცოცხლე! აცრაზე თანხმობა სწორედ სიცოცხლის არჩევაა!”

თეგები: თინა ხიდაშელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved