• რეკლამა
  • კონტაქტი
21:00, ორშაბათი, 26 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღესვე რომ ლოქდაუნი გამოცხადდეს, სტაბილიზაციას მაინც ვერ დავინახავთ – კულუმბეგოვი

ალია ავტორი - ალია
18:48 08-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი “ბათუმელებთან” ამბობს:

გვყავს ინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან ბევრი, რომლის მსგავსი საქართველოში პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან არ ყოფილა, ამდენი აქტიური შემთხვევა არ ყოფილა. ჰოსპიტალურ სექტორში დათვლილია რამდენია საწოლების რაოდენობა, ეს ყველაფერი ულიმიტო ხომ არ არის? – 8000 საწოლი გვაქვს, როგორც სახელმწიფო ამბობს. როგორც კი ჰოსპიტალში განსათავსებელი ადამიანების რაოდენობა 8000-იან ნიშნულს მიაღწევს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ დამატებითი რესურსების მოძიებაა საჭირო.

საწოლები ასევე ონკოლოგიურ პაციენტებს, ფსიქიატრიულს, ტუბერკულოზით დაავადებულებს სჭირდებათ, მათ ხომ ვერ წავართმევთ და კლინიკებიდან ვერ გამოვიყვანთ? ასეთ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი დამატებითი მობილიზებაა – თუ ახალ ადგილებს დაამატებ და, ასე ვთქვათ, გაშლი საველე პირობებში.

დრამატული სიტუაციაა. ჩვენ შეიძლება ტელევიზიით გვესმოდა, რომ ქვეყნებს სჭირდებოდათ არჩევანის გაკეთება ვინ გადაეყვანათ, ჩვენი კრიტიკული ჯგუფის ხელმძღვანელი ბატონი ცერცვაძე სულ ამას ამბობდა, რომ შვედეთში რაღაც ასაკის ზემოთ არ გადაჰყავდათ პაციენტები, იმიტომ, რომ მათი გადარჩენის შანსი ნაკლები იყო. აი, ამის რისკის წინაშე დავდექით ახლა ჩვენ.

რასაკვირველია, მოსახლეობის თვითშეგნებაზე ბევრი აქცენტია გასაკეთებელი და ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა, მაგრამ სახელმწიფო იმიტომ არსებობს, რომ რეგულაციები იყოს გეგმაზომიერი.

ჩემი სიცოცხლე თუ მე მეკუთვნის, მაშინ ღვედს არ გავიკეთებ, რატომ მაიძულებს პატრული, რომ ღვედი ვატარო, ვინმეს ვუშავებ ამით რამეს? – ზუსტად იგივე დამოკიდებულებაა, ადამიანები თუ ვერ ხვდებიან, უნდა მიახვედრო, ქვეყანა ამისთვის გვჭირდება და სახელმწიფო სტრუქტურები.

ფაქტია, რომ პასუხისმგებლობით არ მოეკიდნენ არც ადამიანები, მოსახლეობის დიდი ნაწილი და არც სახელმწიფო. ორივე მხარის უპასუხისმგებლობამ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე.

მარტო აღმოვჩნდით ექიმები, ეპიდემიოლოგები, რომლებიც ვამბობდით, რომ ქვეყანაში, სადაც 3 პროცენტიც არ გყავს აცრილი, როგორ შეიძლება ყველა რეგულაცია მოხსნა, ვის ხუშტურზე დადიხართ? – 11 საათის შემდეგ გადაადგილება… სად დადის ეს ხალხი სტუმრად მაინტერესებს. ასეთი აღშფოთება  გვქონდა ჩვენ.

ეპიდემიოლოგების უდიდესი ნაწილი ამას იზიარებს – სანამ აცრილი არ არის მოსახლეობის 30 პროცენტი, რეგულაციას არ უნდა შეეხო.

დავდექით ამის წინაშე: აუცრელობა, დელტა ვარიანტი და რეგულაციების მოშლა. ეს ვირუსი ჩვენზე ჭკვიანი აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობაზე და ხელისუფლებაზე.

მე იმუნიზაციის საბჭოს წევრი ვარ. ხელისუფლების დაჯერების და აზრთა ჭიდილის საკითხი ეს  ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის საქმეა. მე ასე მგონია, ჩვენ გარე პირებს რა გვესაქმებოდა. ჩვენ ვიძლევით ექსპერტულ შეფასებებს, სხვა ქვეყნების გამოცდილებას და ინფორმაციას ვუზიარებთ საჯარო სივრცეში, ციფრული მედია იქნება თუ ტელევიზია და რადიო.  ოფიციალურ სტრუქტურებთან არ ვსხედვართ ექსპერტები.

იმუნიზაციის საბჭო იკრიბება მხოლოდ ვაქცინაციის თემებზე, რომ გადავწყვიტოთ ჯერადობა რამდენი იყოს, რომელი ვაქცინა რა ასაკიდან გამოვიყენოთ, ჩვენ ეს საკითხები გვაქვს. შეზღუდვები ჩვენი სფერო არ არის.

თუმცა ექსპერტებს გაფართოებულად  გახარია გვხვდებოდა – 3-4-ჯერ შეგვხდა.  როგორც პრემიერ-მინისტრი, საქართველოში და უცხოეთში მოღვაწე ექიმების აზრს ისმენდა. ყველას სათითაოდ გვაძლევდა სიტყვას. ეს ახალი ხელისუფლების პირობებში არ მომხდარა.

–ქვეყანა ისევ იმავე ეპიდემიოლოგებს ეყრდნობა, შეიცვალა პრემიერი, ანუ გადაწყვეტილების მიმღები პირი. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებს შორის ჩანს აცდენა. ამან რამდენად დააზარალა ქვეყანა?

დასკვნები თქვენთვის მომინდვია. თუმცა, რასაკვირველია, მეორე მხარესაც არსებობს დიდი არგუმენტი, მე პოლიტიკოსი ხომ არა ვარ.

–ეკონომიკას გულისხმობთ?

ეკონომიკა და მორალური პასუხისმგებლობის შემსუბუქება ხელისუფლების. გეუბნება 3 მილიონი ვაქცინა მაქვს შემოტანილიო და არ უნდა სჭირდებოდეს ამდენი დაძალება, გიცავს სიცოცხლეს, გიცავს საავადმყოფოში მოხვედრისგან, მიბრძანდი და აიცერი.

იძულებაზე და ვალდებულებაზე ვერ გადავალთ. როგორც, ღვედის შემთხვევაში, თუ არ აიცრის, ჯარიმას ხომ ვერ გადავახდევინებთ ადამიანებს. მუშაობა კი ძალიან ბევრია საჭირო.

მოსახლეობას ვეტყოდი, რომ ერთადერთი ჩვენი ხსნა და გადარჩენა, დღესვე რომ გამოაცხადოს სახელმწიფომ სრული ლოქდაუნი, როგორიც იყო 2020 წლის გაზაფხულზე… მაინც ყველამ უნდა იცოდეს, როცა დღეში 5000 ადამიანი გყავს ანალიზით დადასტურებული, ეს ნიშნავს, რომ 10-12 ათასია რეალური პაციენტი. თითოეული 7-8 ადამიანს აინფიცირებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ დღესვე რომ ლოქდაუნი გამოცხადდეს, სტაბილიზაციას მაინც ვერ დავინახავთ, ამას გამოავლენს ერთადერთი – თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი ავა 95-პროცენტზე შენობის შიგნით და შენობის გარეთაც. ამას თუ დაიცავს მოსახლეობა და სამედიცინო წესების დაცვით გამოიყენებს… ერთადერთ ხსნას ვხედავ ამაში.

რა თქმა უნდა, ვაქცინაცია, მაგრამ ვაქცინას დღეს რომ გაიკეთებს ადამიანი, ხოლო 3 კვირის შემდეგ მეორე დოზას, მეორე დოზიდან 2 კვირაში აქვს იმუნიტეტი. დღეს აცრილი ადამიანი სექტემბერში იქნება დაცული, ამიტომ დღეს იმუნიზაცია დიდად ვერ გვადგება ეპიდემიის ტრაექტორიის შეცვლამდე.

წყარო – ბათუმელები

თეგები: ბიძინა კულუმბეგოვი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან

11:26 01-26-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!

08:00 01-26-2026
WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved