• რეკლამა
  • კონტაქტი
11:30, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რაზე აკეთებს გათვლას “ოცნება”? – “ეს ამომრჩეველზე აუცილებლად იმოქმედებსო, ასე ვარაუდობენ”

ალია ავტორი - ალია
21:30 08-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ანი დვალიშვილი, ალია

ცხადია, რომ მთავარ აქცენტს „ოცნება“ უკვე მერამდენე წელია, სწორედ ფინანსებსა და ადმინისტრაციულ რესურსზე აკეთებს. სამაგიეროდ, მმართველი გუნდის ლიდერები მოგზაურობენ რეგიონებში სახელმწიფოს ხარჯზე. სამსახურის ავტომობილებში სახელმწიფოს ხარჯზე ნაყიდი ბენზინი, შეხვედრებზე – დასაქმებული ხალხის გამოყვანა და როცა საჭიროა, რეგულაციების დარღვევაც შეიძლება საჯაროდ და სახალხოდ, რისი ნათელი მაგალითიც პრემიერმინისტრმა პირადად გვიჩვენა, როცა ოლიმპიური ჩემპიონობის მისალოცად ათეულ მეტრზე გაჭიმულ სუფრას მიუჯდა ათეულობით ადამიანთან ერთად. მე იქ ვერც პირბადე დავინახე, ვერც დისტანცია და თავს დავდებ, ორიოდე საათს მერე, მთვრალი ხალხი სიყვარულს ერთმანეთს ჩახუტებითა და ტუჩზე კოცნით უხსნიდა.

 „ოცნებაში“ უკვე ზეიმობენ სოლიდური სხვაობით მოგებას და 43%-ს კი არა, მინიმუმ 63%-ის მიღებას ვფიქრობთო. თან ისიც გაითვალისწინეთ, რომ მთავრობის მიერ მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის გამოყოფილი 500 მილიონი ლარით ინფრასტრუქტურული პროექტები არ დაწყებულა, ტენდერები 20 აგვისტოდან გამოცხადდება, რადგან სამუშაოები 10-15 სექტემბრიდან გახურდეს, ანუ 2 ოქტომბრისთვის ყველა მუნიციპალიტეტში სამშენებლო ბუღი იდგება და ეს ამომრჩეველზე აუცილებლად იმოქმედებსო, ასე ვარაუდობენ. ფაქტია, ეს 500 მილიონი პირდაპირ წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად იქნა მოძიებული, მაგრამ ისე „ლამაზად“, რომ ვერავინ მიედავება.

მერობის კანდიდატების დასახელების შემდეგ, „ოცნებას“ თითქოს შიდა დაპირისპირება უნდა დაესრულებინა, მაგრამ ახლა საკრებულოს სიებზე მიდის „ჭიდაობა“. სიტუაცია იმდენად არის გამწვავებული, რომ პრაქტიკულად ყველგან, შედგენილია სიები, საიდანაც ცესკოში დარეგისტრირებამდე არაერთი ადამიანი უბრალოდ ამოვარდება. მათ ახლა აჩერებენ და ეუბნებიან, რომ სიაში იქნებიან, მაგრამ რეალურად, ისინი ყველაფრის გარეშე რჩებიან. ზედ წინასაარჩევნოდ სხვაგან გადახტომას კი არც ეფექტი ექნება და ამ ადამიანებსაც მარტივად გააშავებენ, აქაოდა, სიაში რომ ვერ მოხვდნენ, იმიტომ გაიქცნენ სხვაგან, თორემ ჩვენ კარგები ვართო.

მიმდინარე კვირიდან „ოცნება“ მერობის კანდიდატების წარდგენას უკვე მუნიციპალიტეტებში დაიწყებს. ყველა მერს პირადად წარადგენს პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე, რათა ეს ყველაფერი სოლიდურად გამოიყურებოდეს. ასევე, ვიზიტისას აქტივს ექნება შესაძლებლობა, თუ რაიმე პრობლემა არსებობს, პარტიის ლიდერებს პირადად მიაწოდონ და წესით, მათ რეაგირება არ უნდა დააყოვნონ. აქტივის შენარჩუნება და გამხნევება ახლა პარტიის მთავარი ამოცანაა, რადგან მათ უკმაყოფილებას მერობის ათამდე კანდიდატი იწვევს, რომლებზეც ღიად ამბობენ, რომ თავის დროზე „მამალი ნაციონალები“ იყვნენ და არც თუ შორეულ წარსულში (მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს) კენჭს სწორედ ნაციონალების სახელით იყრიდნენ, ახლა კი „ოცნების“ კანდიდატები არიან. თუმცა, გვერწმუნეთ, მმართველი გუნდის აქტივი ამასაც აიტანს, უარესები აუტანია და წარბიც არ შეუხრია სინდისის ძაფგაწყვეტილ შუბლზე.

თეგები: ქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved