• რეკლამა
  • კონტაქტი
00:54, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

თეგეტა მოტორსმა თანამშრომლებისთვის ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო

ალია ავტორი - ალია
18:26 08-11-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32


თანამშრომელთა და მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, თეგეტა მოუწოდებს გუნდის წევრებს, ჩოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ. თეგეტა მწვანე ზონა – კომპანიაში ამ სახელწოდებით ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია მიმდინარეობს. თეგეტა თანამშრომლების ჩოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად მოტივაციისთვის რამდენიმე მიმართულებით მუშაობს.
მსურველებისთვის თეგეტა აორგანიზებს მასობრივ ვაქცინაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში – რეგისტრაციისა და ვაქცინაციის კაბინეტებში ტრანსპორტირების უზრუნველყოფით.


ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის გასაზრდელად კომპანიის შიგნით მიმდინარეობს აქტიური საინფორმაციო კამპანია – თეგეტას გუნდის წევრებს ყოველდღიურად ეგზავნებათ ცნობიერების ასამაღლებელი ინფორმაცია სანდო წყაროებზე დაყრდნობით. კვირაში ერთხელ იმართება შეხვედრა პროფესიონალებთან, ექიმებთან და ჯანდაცვის სპეციალისტებთან, რომლებიც თეგეტელების კითხვებს პასუხობენ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.


საორგანიზაციო და საინფორმაციო ნაწილის გარდა კომპანიაში წამახალისებელი საჩუქრები და აქტივობებიც აქვთ პასუხისმგებლიანი თანამშრომლებისთვის, ვისაც ვაქცინაციით პანდემიასთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეაქვს:


• თანამშრომლები, რომლებიც 31 აგვისტომდე აიცრებიან დამატებითი დეიოფით და ბრენდირებული ნივთებით დასაჩუქრდებიან;

• ასევე პირველ 5 ფილიალსა და დეპარტამენტს, რომლის 80% აიცრება და გახდება მწვანე ზონა კომპანია აღიარების ნიშნად პერსონალურ გასართობ ღონისძიებებს მოუწყობს


• ყოველ კვირეულად იმართება გათამაშება აცრილ თანამშრომლებს შორის, სადაც აქვთ შესაძლებლობა ელექტრო სკუტერი მოიგონ

• ვაქცინირებული თანამშრომლებისთვის იმართება შემეცნებითი აქტივობები – ფოტოგრაფიის მასტერკლასი, ლიტერატურული დისკუსიები ქართველ ავტორებთან ერთად და შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.


„თეგეტას გუნდმა პანდემიის პერიოდში პროფესიონალიზმისა და საერთო საქმისადმი თავდადების მაგალითი აჩვენა. ახლა ჩვენი გუნდი ვირუსის პრევენციისთვის, ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად ერთიანდება.
ჩვენი მიზანია, რომ თეგეტა გახდეს მწვანე ზონა – პირველი მასშტაბური კომპანია, სადაც თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა აცრილი იქნება. რადგან ჩვენთვის გუნდის წევრების, მათი ოჯახებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მთავარი საზრუნავია. ვაქცინაციას კი წესების დაცვასთან ერთად, უბრალოდ არ აქვს ალტერნატივა პანდემიის შესაჩერებლად.“ – ვახტანგ კაჭარავა, თეგეტა მოტორსის ფინანსური დირექტორი.


თეგეტა მოტორსისთვის ვირუსის გავრცელების პრევენცია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ამოცანაა. ამისთვის, ვაქცინაციის წახალისების პარალელურად, კომპანიაში მკაცრად კონტროლდება უსაფრთხოების ნორმები, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე შესაბამისი რგოლის თანამშრომლები კი 2 კვირიანი როტაციით დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე არიან გადაყვანილები.

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved