• რეკლამა
  • კონტაქტი
06:19, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ინტენსიური მუშაობით 10 წელიწადში საქართველო თავისუფლად შეგვიძლია გავხადოთ ძლიერი ევროპული ქვეყანა – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:58 08-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

ჩვენმა გუნდმა ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი განახორციელა. ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი – იქნება ეს რეგიონების განვითარება, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, სპორტი, კულტურა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თეთრიწყაროში, „ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს მერობის კანდიდატის, გიორგი წიკლაურის წარდგენაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ინტენსიური მუშაობით 10 წელიწადში საქართველო თავისუფლად გახდება ძლიერი ევროპული ქვეყანა.

„ჩვენმა გუნდმა ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი განახორციელა. ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი – იქნება ეს რეგიონების განვითარება, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, სპორტი, კულტურა.

ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენ ავაშენეთ 175 ახალი სკოლა. მე ახლახანს დავბრუნდი წალკის მუნიციპალიტეტიდან სადაც გავხსენით ახალი სკოლა. ეს არის მართლაც ევროპული სტანდარტის სკოლა. ჩემი დავალებით განათლების მინისტრმა მოამზადა განვითარების 10 წლიანი გეგმა. ჩვენ ყველა სამინისტროს გავაკეთებინეთ გრძელვადიანი განვითარების გეგმები და ზუსტად ვიცით, როგორ უნდა განვითარდეს თითოეული სფერო, თითოეული მიმართულება სექტორების მიხედვით გვაქვს მკაფიო ხედვა და ერთგვარი საგზაო რუკა, მოქმედების გეგმა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ინტენსიური მუშაობით 10 წელიწადში საქართველო თავისუფლად შეგვიძლია გავხადოთ ძლიერი ევროპული ქვეყანა. ამისთვის საჭიროა თავდაუზოგავი, შრომა, შრომა და შრომა. საქმე, მუშაობა გვჭირდება, უამრავი საქმეა ქვეყანაში გასაკეთებელი. მას შემდეგ, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი – ამაზე ვსაუბრობდით მე და ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე, მიდიოდა ნგრევა, რა თქმა უნდა ცალკეული ფრაგმენტული გამოვლინებები არსებობს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მეგობრებო. დამთავრდა დრო ფრაგმენტული განვითარებების. ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი, მასშტაბური, კომპლექსური მიდგომები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved