• რეკლამა
  • კონტაქტი
02:03, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამიტომაც იყო, რომ არავის გაკვირვებია კახა კალაძის ქუჩებში გამოჩენა და დასუფთავების პროცესში მონაწილეობა – ხალხი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, ვის უყვარს თბილისი და თბილისელები და ვინ მოაგვარებს მათ პრობლემებს!

ალია ავტორი - ალია
13:23 08-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელსი წერს:“სამი დღე გავიდა და ისევ ამ თემაზე მეფიქრება.დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. ამ მოთხოვნებში გასაოცარი და მიუღებელი არაფერია. ეს ადამიანები ბევრს მუშაობენ და, ვისაც დილამდე არ ეძინება, ანდა დილით ადრე ეღვიძება, ყველა ხედავს, როგორ ასუფთავებენ დედაქალაქის ქუჩებს. ხელფასიც უნდა გაეზარდოთ და მერიამ ახალი ტექნიკაც უნდა შემოიყვანოს. ეს სრულიად კანონიერი სოციალური მოთხოვნაა. ამგვარი მოთხოვნებით იმართება აქციები ამერიკაშიც და ევროპის ქვეყნებშიც და ამ პროცესში ყველგან აქტიურობს პროფკავშირი. ვიმეორებ: ეს კანონიერი და ნორმალურია!სხვა რამ მაფიქრებს:როგორი აზარტით აშუქებდა მედია მთელი დღის განმავლობაში, როგორი კმაყოფილებით გვაჩვენებდნენ ნაგვით გადავსებულ ურნებს, როგორ კომენტარებს აკეთებდნენ პოლიტიკოსები და სხვა ცნობილი ადამიანები… წარმოიდგინეთ, – სელფებს იღებდნენ ნაგვის ურნებთან!თითქოს თვითონ ამ ქალაქში არ ცხოვრობენ, თითქოს მათი გადაყრილი ნაგავიც არ ავსებდა იმ ურნებს, თითქოს იმ ნაგვის სუნი მათი ოჯახის წევრებს არ შეაწუხებდა…და რა მოხდა?!რა და, დედაქალაქის მერმა დასუფთავების სამსახურის და მერიის თანამშრომლებთან ერთად დაღამებისთანავე დაიწყო ქალაქის დალაგება. ამ დროს მიუვარდნენ ნაცსექტანტები ჟურნალისტებით და ტელეკამერებით, – “კონცერტის” მოსაწყობად!ორი წლის წინ, როცა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის მედლები და მოწმობები გადასცა დედაქალაქზე მზრუნველ ადამიანებს, ეს იყო მისი დამოკიდებულების ჩვენება ამ ადამიანების და მათთან ერთად ათასობით მეეზოვის, გამნათებლის, მემანქანის შრომის მიმართ. ჩვენ გვახსოვს, ინტელიგენციის წარმომადგენლები, მეცნიერები, სოციალისტური შრომის გმირები – დამსახურებული და ღვაწლმოსილი ადამიანები როგორ ხდებოდნენ საპატიო თბილისელები, ამჯერად კი სცენაზე იდგნენ უბრალო ადამიანები, ისინი, ვინც ათწლეულების მანძილზე ყოველდღე ჩუმად, უხმაუროდ და თავდაუზოგავად ემსახურებიან თანამოქალაქეებს. მაშინაც საჯაროდ აღვნიშნე და მადლობა გადავუხადე დედაქალაქის მერს ამ ჟესტისთვის და ახლაც ვიტყვი: ეს იყო უპრეცენდენტო ფაქტი “თბილისობის” დიდი ისტორიის განმავლობაში!ამიტომაც იყო, რომ არავის გაკვირვებია კახა კალაძის ქუჩებში გამოჩენა და დასუფთავების პროცესში მონაწილეობა. ამ პროცესს სახლებიდან, კომფორტული გარემოდან ადევნებდნენ თვალს ისინი, ვინც მთელი დღის მანძილზე მერს ამუნათებდნენ, ზოგიერთი კი, უკვე ვთქვი, ნაგვის ურნებთან მიუვარდა “კონცერტის” მოსაწყობად!ორ თვეზე ნაკლები დარჩა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე.ეჭვიც არ მეპარება, რომ თბილისი ისევ კახა კალაძეს აირჩევს!და აირჩევს არა იმიტომ, რომ დედაქალაქში ყველაფერი იდეალურადაა, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, არამედ იმიტომ, რომ ხალხი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, ვის უყვარს თბილისი და თბილისელები და ვინ მოაგვარებს მათ პრობლემებს!წარმატებას გისურვებთ, ბატონო მერო!Kakha Kaladze” – წერს მძინარაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved