• რეკლამა
  • კონტაქტი
20:01, ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

covid 19-ს შტამები – რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის

ალია ავტორი - ალია
12:58 08-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ყველა ვირუსი, მათ შორის SARS-CoV-2, რომელიც COVID-19-ის დაავადებას იწვევს, დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის. ცვლილებების უმეტესობა მცირე გავლენას ახდენს ვირუსის თვისებებზე. ვირუსის რნმ-ისა და მისი თვისებების თვალსაჩინო ცვლილების შემთხვევაში ახალი შტამი მიიღება.  ზოგიერთმა ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ რამდენად ადვილად ვრცელდება იგი, თანმდევი დაავადების სიმძიმე, ვაქცინების ეფექტურობა და სხვ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, კორონავირუსის შტამები ბერძნული ანბანის ასოებით დაასათაუროს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური დირექტორის, მარია ვან კერხოვეს განცხადებით, არცერთი ქვეყნის დისკრიმინაცია არ უნდა მოხდეს იმის გამო, რომ ახალი შტამი პირველად სწორედ იქ აღმოაჩინეს.

BBC-ის ცნობით, არსებობს კოვიდის ათასობით სხვადასხვა ვარიანტი, თუმცა ჯანმო ყურადღებას მხოლოდ რამდენიმე მათგანზე ამახვილებს, რომლებიც სხვა შტამებთან შედარებით უფრო ფართოდ ვრცელდება.

ალფა (B.1.1.7), პირველად გამოვლინდა დიდ ბრიტანეთში, დღესდღეობით 185-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება. ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, კორონავირუსის ალფა შტამი 70%-ით უფრო გადამდებია, მაგრამ არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი უფრო მძიმე გართულებებს ან მაღალ სიკვდილიანობას იწვევს. 

პაციენტები, რომლებიც COVID-19-ის “ბრიტანული” შტამით არიან ინფიცირებულები, ნაკლებად უჩივიან ყნოსვის და გემოს დაკარგვას. ამ შტამით ინფიცირებულ პაციენტებში ხშირია ხველა, ყელის ტკივილი, დაღლილობა, კუნთების ტკივილი და ცხელება. მუტირებული ვარიანტით დაავადებულ პაციენტებში შეინიშნება ქოშინი და თავის ტკივილი, რაც COVID-19-ის სხვა შტამების შემთხვევაშიც არის დამახასიათებელი.

ბეტა (B.1.351), პირველად  სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. ამ დროისათვის იგი 136 ქვეყანაშია დაფიქსირებული. სამხრეთ აფრიკული შტამით ინფიცირება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ კორონავირუსის სხვა შტამები ადამიანს გადატანილი აქვს. 

გამა (P.1), პირველად გამოვლინდა ბრაზილიაში, მოგივანებით კი 80-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა. ვირუსის უნიკალურად განსხვავებული ცილოვანი “ეკლების” გამო ის სწრაფად ვრცელდება. კორონავირუსის გამა შტამს გადაცემის ორჯერ მეტი უნარი აქვს ვიდრე თავდაპირველ ვარიანტს.

დელტა (B.1.617.2) შტამი,  თავდაპირველად ინდოეთში გამოვლინდა, ამ დროისათვის კი 142 ქვეყანაში ვრცელდება. დელტა შტამი ერთ-ერთი შემაშფოთებელი ვარიანტია და წარმოადგენს B.1.617-ის სამი ცნობილი ქვეხაზიდან ერთ-ერთს. 

დელტა შტამის ერთ-ერთი გადამწყვეტი თვისება ძლიერი გადამდებობაა. მისი ეს მაჩვენებელი ალფა შტამისას 40-60 პროცენტით აჭარბებს.

ჯანმო ასევე ცნობს ეტა, იოტა, კაპა და ლამბდა შტამებს.

ეტა (B.1.525) შტამი პირველად მიმდინარე წლის 17 მარტს დაფიქსირდა. მისი წარმომავლობის ადგილი უცნობია.

იოტა (B.1.526) პირველად აშშ-ში, მიმდინარე წლის 24 მარტს გამოჩნდა. კორონავირუსის “იოტა” შტამი, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში ცირკულირებს, COVID-19-ით ინფიცირების დროს ასაკოვან პაციენტებში ლეტალობის რისკს 46–82%-ით ზრდის.

სხვა შტამებთან შედარებით, “იოტას” ვარიანტმა 45-64 წლის ასაკში ინფიცირებისას ლეტალობის კოეფიციენტი 46%-ით გაზარდა, 75 წლის ზემოთ ასაკის პირებში კი 62%-ით.

კაპა (B.1.617.1) შტამი პირველად ინდოეთში გამოვლინდა.

ლამბდა შტამი (C.37) თავდაპირველად პერუში გავრცელდა. კორონავირუსის კოლუმბიური ვარიანტით ბელგიაში სრულად აცრილი 7 ადამიანი გარდაიცვალა.

მეცნიერებმა სამწუხაროდ არ იციან, არის თუ არა b.1.621 უფრო მეტად გადამდები, ვიდრე სხვა კორონავირუსის ვარიანტები.

ასევე, ჯანმო ყურადღებას ამახვილებს კორონავირუსის ქვემოთ ჩამოთვლილ შტამებზეც, თუმცა მათთვის ბერძნული სახელწოდება ჯერ არ მიუნიჭებია.

დასახელებაGISAID კოდი Nextstrain კოდი   წარმოშობის  ქვეყანა    წარმოშობის თარიღი
B.1.427
B.1.429*
GH/452R.V121Cაშშ5-მარტი-2021
P.2*GR/484K.V220B/S.484Kბრაზილია17-მარტი-2021
P.3*GR/1092K.V121Eფილიპინები24-მარტი-2021
R.1
R.2
GR––07-აპრილი-2021
B.1.466.2GH–ინდონეზია28-აპრილი-2021
B.1.621GH21Hკოლუმბია26-მაისი-2021
B.1.1.318GR20B–02-ივნისი-2021
B.1.1.519GR20B–02-ივნისი-2021
C.36.3C.36.3.1GR20D–16-ივნისი-2021
B.1.214.2G––30-ივნისი-2021
B.1.1.523GR––14-ივლისი-2021
B.1.619G––14-ივლისი-2021
B.1.620G––14-ივლისი-2021

report.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved