ივანე ჩხაიძის განმარტებით, ვაქცინაციის არსებული ტემპი საკმარისი არ არის, ვინაიდან ინფიცირებულთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია, რაც ეპიდსიტუაციას ამწვავებს. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულის ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, თვის მანძილზე ერთი მილიონი ადამიანი უნდა აიცრას, რაც იმას ნიშნავს, რომ აცრილთა დღიური მაჩვენებელი მკვეთრად უნდა გაიზარდოს.
„დღეში 30-33 ათასი (აცრილი) ადამიანი რეალური მიზანია. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ილუზია, ვინაიდან ამის უკან დგას პირველ რიგში ვაქცინების პრაქტიკულად შეუწყვეტელი მომარაგება. მნიშვნელოვნად გაფართოვდა სამედიცინო დაწესებულებების ქსელი, სადაც შესაძლებელია ვაქცინაცია ჩატარდეს. საქართველოში ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების პროცენტი წლიური სამიზნე გეგმის თვალსაზრისით არის 11%-მდე მხოლოდ. რეალურად გვჭირდება სამჯერ მეტი. სწორედ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა“, – განაცხადა ჩხაიძემ.
კომენტარები