• რეკლამა
  • კონტაქტი
11:43, ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კიდევ მინდა გთხოვოთ, რომ ავიცრათ, მსოფლიოში საუკეთესო, მსოფლიო ჯანდაცვის მიერ ავტორიზებული ვაქცინები გვაქვს – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:54 08-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

კიდევ მინდა გთხოვოთ, რომ ავიცრათ, მსოფლიოში საუკეთესო, მსოფლიო ჯანდაცვის მიერ ავტორიზებული ვაქცინები გვაქვს, ბევრმა, ჩვენზე გაცილებით მდიდარმა ქვეყანამ ვერ შეძლო საუკეთესო ვაქცინების შეტანა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლნისში, „ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კანდიდატის დავით შერაზადიშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მისი ოჯახის ყველა წევრი აცრილია და არავითარი საფრთხე და საშიშროება ამასთან დაკავშირებით არ არსებობს.

„ პანდემიიდან გამომდინარე კიდევ მინდა გთხოვოთ, რომ ავიცრათ. პირადად მე ჩავიტარე აცრა. ჩემი მშობლები, ჩემი ოჯახის ყველა წევრი არის აცრილი. არავითარი საფრთხე და საშიშროება ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. მე მინდა ვთხოვო კანდიდატს და ყველას, მაჟორიტარებს, რომ მეტი ინფორმაცია, მეტი კომუნიკაცია გვქონდეს მოსახლეობასთან. ავუხსნათ, რომ ეს აბსოლუტურად უსაფრთხოა. მეგობრებო, მთავრობამ ჩამოიტანა ვაქცინები, ბევრი ქვეყანაა ჩვენზე გაცილებით ძლიერ მდგომარეობაში, გაცილებით მდიდრები, მაგრამ ვერ შეძლეს საუკეთესო ვაქცინების შემოტანა. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინები, მსოფლიო ჯანდაცვის მიერ აღიარებული, ავტორიზებული ვაქცინები-„ფაიზერის“ მილიონნახევარი ვაქცინა გვაქვს, მილიონნახევარი გვაქვს ასევე ჩინური, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინა. შესაბამისად, ერთადერთი გზა იმისა, რომ ჩვენ პანდემია დავამარცხოთ, ეკონომიკის ზრდას ხელი შევუწყოთ და არ შეფერხდეს, არის ძალიან მარტივი რაღაც-აცრა ჩავიტარო. კიდევ მინდა გავიმეორო, მთავარი არგუმენტი არის ის, რომ აცრილი ადამიანის გარდაცვალება არის გამორიცხული. ამიტომ უნდა ავიცრათ, ავცრათ ჩვენი მოსახლეობა, ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები და ამით გავაგრძელოთ, ძლიერად შევუტიოთ ქვეყნის განვითარებას. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!
ახალი ამბები

მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!

17:30 10-13-2026
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
ახალი ამბები

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

14:03 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved